დიდი სვინტრი (ლათ.Polygonatum glaberrimum) — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარესატაცურისებრთაოჯახისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ფართო და ოვალური, ქვემოდან — ლეგა, შიშველი, ზოგჯერ ქვემო მხრიდან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი, მოკლეყუნწიანი. თითო ან ორ-ორი, მოკლეყუნწიანი ყვავილები. თეთრი გვირგვინი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონში, ენდემური მცენარეა. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში — ფოთლოვან, მუქწიწვიან ტყეებში, ბუჩქნარში.[1]