Nu.Mu.Zu

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Nu.Mu.Zu“ — ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის კომპოზიცია, რომლის პრემიერა გაიმართა 2015 წლის 16 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ბოზარის თეატრ-მუზეუმში, ბელგიის ნაციონალური ორკესტრის შესრულებით.

კომპოზიციის პრემიერის ამსახველი ჩანაწერის ნაწილი YouTube-ზე გავრცელდა პრემიერის დღეს. მოგვიანებით სიეტლის სიმფონიურმა ორკესტრმა (რომელიც საავტორო უფლებებს ფლობს ნაწარმოებზე), 2015 წლის ნოემბრის ბოლოს ცნობილი პარიზის ტერაქტების შემდეგ უფასოდ გამოაქვეყნა ნაწარმოების სრული, ხარისხიანი ჩანაწერი[1].

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Nu.Mu.Zu“ ძველი, შუმერული სიტყვაა რომელიც ითარგმნება, როგორც "მე არ ვიცი". გია ყანჩელი კომპოზიციის სახელის მნიშვნელობას პრესასთან ინტერვიუებში შემდეგნაირად ხსნის: „როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი რომ მე რაღაც ვიცოდი... აი, ახლა კი, როდესაც 80 წლის გავხდი, მივხვდი რომ არაფერი ვიცი და მე ვერ ვიგებ, რა ხდება ჩვენს თავს, რა ხდება სამყაროში... სამწუხაროდ, დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი შემაწუხებელი მოვლენა ხდება, საქართველოში, უკრაინაში და აზიის ქვეყნებში.“

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები იწყება ჩუმი ორკესტრული ტექსტურებით, ლეგატოს ხაზით. თანდათანობით ტექსტურა იწყებს წკრიალს, დაბალ რეგისტრში. გამოყენებულია ბევრი ჩასაბერი ინსტრუმენტი.

ნაწარმოები გაორკესტრებულია 3 ფლეიტისთვის, გაორმაგებული მესამე ინვერსიით პიკოლოზე და ალტო ფლეიტაზე, აგრეთვე მელოდიის ორფუძიანი აგებულებით პიკოლოსთვის, 3 ჰობოისთვის, ინგლისური ბუკისთვის, 3 კლარნეტისთვის, ბას კლარნეტისთვის, 2 ფაგოტისთვის და კონტრაბასისთვის, 4 ბუკისთვის, 4 ტრომბონისთვის და ტუბასთვის, ტიმპანისთვის და პერკუსიისთვის, არფისთვის, პიანინოსთვის და სიმებიანი საკრავებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nu.Mu.Zu&oldid=4254149“-დან