Northrop Grumman E-2 Hawkeye
Northrop Grumman E-2 Hawkeye (ინგლ. Hawkeye - ქორისთვალა) — ნებისმიერ ამინდში მომუშავე ადრეული შეტყობინების საგემბანო ორძრავიანი ტურბოხრახნული ამერიკული თვითმფრინავი. ადრეულ 1950-იან და 1960-იან წლებში შეიმუშავა კომპანია Grumman Aircraft Company-მა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის; მიზნად ისახავდა მოძველებული დგუშიანი E-1 Tracer-ის ჩანაცვლებას. თვითმფრინავის საწყისი შესაძლებლობები გაუმჯობესდა E-2B და E-2C მოდიფიკაციებში, რომლებშიც ძირითადი ცვლილება განიცადა რადარმა და რადიო-საკომუნიკაციო მოწყობილობებმა, ინტეგრალური ელექტრული სქემებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების მნიშვნელოვანი წინსვლიდან გამომდინარე. თვითმფრინავის მეოთხე მოდიფიკაცია E-2D პირველად 2007 წელს აფრინდა.[1] E-2 პირველი თვითმფრინავი იყო, რომელიც განგებ ამ მიზნისთვის შეიმუშავეს, Boeing E-3 Sentry-სგან განსხვავებით, რომელიც არსებული სამოქალაქო სატვირთო თვითმფრინავის Boeing 707-320-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს. Hawkeye, ყველაზე ხანგრძლივად წარმოებადი საგემბანო თვითმფრინავია, მისი მოდიფიკაციები იწარმოება 1960 წლიდან.
Northrop Grumman E-2 Hawkeye-მ მიიღო მეტსახელი „Super Fudd“, ვინაიდან მისი წინამორბედი E-1-ის მეტსახელი იყო „Willy Fudd“. ბოლოხანს, თვითმფრინავს ასევე უწოდებენ „ჩაქუჩს“ (Hummer), მისი ტურბოხრახნული ძრავების დამახასიათებელი ხმის გამო, რომელიც გამოირჩევა ტურბორეაქტიული ან ტურბოვენტილატორული რეაქტიული ძრავებისგან.
აშშ-ის საზღვაო ძალების გარდა, E-2 მცირე რაოდენობით გაიყიდა ეგვიპტის, საფრანგეთის, ისრაელის, იაპონიის, მექსიკის, სინგაპურისა და ტაივანის შეიარაღებულ ძალებზე.
შემუშავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
E-2A და E-2B Hawkeye[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
E-2C Hawkeye და გაუმჯობესებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
E-2D Advanced Hawkeye[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონსტრუქციული მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამოყენების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშშ-ის საზღვაო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სხვა გამომყენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისრაელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგვიპტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სინგაპური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეთავაზებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოდიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Northrop Grumman Corporation. E-2D Advanced Hawkeye. Program Overview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-03. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020