Nintendo Entertainment System (Model NES-101)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Model NES-101
მწარმოებელი Nintendo
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 15 ოქტომბერი, 1993
იაპ 1 დეკემბერი, 1993
ავს 1994
შეწყდა 25 სექტემბერი, 2003
მედია სათამაშო კარტრიჯი („Game Pak“)
პროცესორი Ricoh 2A03-ის 8-ბიტიანი პორცესორი
გრაფიკა Ricoh 2C02
წინა Nintendo Entertainment System NES-001
შემდეგი New-Style Super NES

NES-101 (აგრეთვე ცნობილი როგორც New NES,[1] New-style NES[2], ან Top Loader) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, Nintendo Entertainment System-ის შემცირებული და სახეშეცვლილი ვერსია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ 1993 წლის 15 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში — იმავე წლის 1 დეკემბერს, ხოლო ავსტრალიაში1994 წელს.

კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 49.99 აშშ დოლარს,[3] რაც გაცილებით იაფი იყო, ვიდრე იმ დროში უკვე არსებული Super Nintendo Entertainment System. კონსოლი მოიცავდა რამდენიმე განახლებას, მათ შორის ყველაზე შესამჩნევი იყო კორპუსის ვიზუალი და სათამაშო კონტროლერი, რომელიც მეტად წააგავდა Super NES-ის კონტროლერს. მასში განთავსებული იყო Ricoh 2C02-ის ცენტრალური პროცესორი და Ricoh 2C02-ის გრაფიკული ჩიპი.

2003 წლის 25 სექტემბერს, Nintendo-მ ერთდროულად შეწყვიტა NES-101-ისა და Super Nintendo Entertainment System-ის წარმოება.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The New NES. Nintendo Power. Nintendo of America, Inc. (ოქტომბერი, 1993). ციტირების თარიღი: 2018-12-12.
  2. NES Game Pak Troubleshooting. Nintendo of America, Inc.. Nintendo Customer Service. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2019.
  3. Nintendo Entertainment System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 28 January 2019.
  4. Niizumi, Hirohiko. (30 მაისი, 2003) Nintendo to end Famicom and Super Famicom production. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2014.