მისონი (იტალ. Missoni) — იტალიური მოდის სახლი, რომლის მთავარი ოფისი მილანში მდებარეობს. მისონი ცნობილია თავისი ტრიკოტაჟული ნაკეთობებით, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ქსოვილისა და ფერებისგან მზადდება. კომპანიის დამაარსებელები არიან ოტავიო (ტაი) და როსიტა მისონები.