Megarachne
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Megarachne servinei | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||
| Megarachne servinei ჰუნიკენი, 1980 |
||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
Megarachne servinei — ნამარხი ევრიპტერიდი Megarachne გვარისა. ცნობილია არგენტინის (კორდოვას მახლობლად) ზედა კარბონული (პენსილვანიური) ნალექებიდან. ფეხის სიგრძე 50 სანტიმეტს აღწევდა. თავდაპირველად იგი არასწორად მიაკუთვნეს ობობებს და მოიაზრებოდა როგორც ყველა დროის ყველაზე დიდი ობობა. ამან კი სერიოზული შეცდომა გამოიწვია CGI სატელევიზიო სერიებში Walking with Monsters. კომპანიას პროდუქცია უკვე გასაყიდად ჰქონდა გატანილი, როდესაც, 2004 წელს, Megarachne servinei ზუსტი ბიოლოგიური კლასიფიცირება მოხდა, ამიტომ შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოხერხდა. კომპანიამ მხოლოდ სახელი შეუცვალა გამოგონილ ობობას და მყიდველს წარუდგინა Mesothelae[1][2] სახელით.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ობობათა სამყაროს დინოზავრები: Megarachne Servinei ძიებაში
- Megarachne ესაა ევრიპტერიდი და არა ობობა
- იყო თუ არა Megarachne მსოფლიოს უდიდესი ობობა? ახალი ცნობები სამხრეთ ამერიკული ნამარხის შესახებ
- ძაღლის ზომის ობობები არ არსებობდნენ
- Megarachne servinei (ნამარხის ფოტოთი)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ რეალურად Mesothelae ესაა ქვერიგი პრიმიტიული ობობებისა, რომელთა მუცელი სეგმენტებად იყო დაყოფილი, სწორედ ამიტომ, ისინი არანაირად არ ემსგავსებოდნენ ობობას სერიებიდან.
- ↑ Walking with Monsters. youtube.com