Mýa
| Mýa | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | მია მარი ჰარისონი | |
| დაიბადა | 1979 წლის 10 ოქტომბერი | |
| საქმიანობა | მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, მოდელი, ფილანთროპი | |
| აქტიური | 1996-დღემდე | |
Mýa (ინგლ. Mýa; დ. 1979 წლის 10 ოქტომბერს) — ამერიკელი მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე, მსახიობი, მოდელი, აქტივისტი და ფილანთროპი. დაიბადა და გაიზარდა ვაშინგტონში. 1988 წლის აპრილში ხმისჩამწერი ლეიბლის Interscope Records მხარდაჭერით გამოდის მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Mýa, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა ამ ალბომის მილიონზე მეტი ასლი. მისი მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Fear of Flying გამოვიდა 2000 წლის 25 აპრილს და წარმატება მთელ მსოფლიოში მოიპოვა. 2001 წელს ჰარისონმა კრისტინა აგილერასთან, ლილ-კიმთან და პინკთან ერთად ფილმ „მულენ-რუჟისთვის“ ჩაწერა საუნდტრეკი Lady Marmalade, რისთვისაც მიენიჭა თავის პირველი გრემის პრემია. 2003 წლის ივლისში გამოდის მიას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Moodring. 2007 წლის 22 ოქტომბერს გამოდის მეოთხე სტუდიური ალბომი Liberation, რომელსაც ერთი წლის შემდეგ მოჰყვა მეხუთე სტუდიური ალბომი Sugar & Spice.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებსაიტი
- Mýa საიტზე Allmusic
- Mýa — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)