Imagine Dragons

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Imagine Dragons
Imagine Dragons, 2012.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ლას ვეგასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი
ალტერნატიული როკი
ელექტრონული მუსიკა
აქტიური 2008–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope Records KIDinaKORNER
საიტი www.imaginedragonsmusic.com/
წევრები დენ რეინოლდსი
ბენ მაკკი
უეინ სერმონი
დენ პლატცმენი
ყოფილი წევრები ენდრიუ ტოლმენი
ბრიტანი ტოლმენი

Imagine Dragons — ამერიკული ინდი-ჯგუფი, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდი ჯგუფი 2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად დაასახელა, ხოლო როლინგ სტოუნმა მათი ჰიტი „Radioactive“ ყველაზე დიდ როკ-ჰიტად მონათლა.

ჯგუფის ფორმირება[რედაქტირება]

ჯგუფის სახელი ანაგრამა არის, რომლის ახსნაც მხოლოდ ჯგუფის წევრებმა იციან. ჯგუფის იდეა ლიდერ დენ რეინოლდს მოუვიდა, როდესაც იგი ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჯგუფში მან თავისი მეგობარი უეინ სერმონი მიიწვია, რომელიც კარგად უკრავდა გიტარაზე. ჯგუფი ნელ-ნელა ყალიბდებოდა და ლას-ვეგასში კი მათ ბასისტი ბენ მაკკი და დრამერი დენ პლატცმენი შეუერთდნენ.

2009-ის თებერვალში ჯგუფმა თავისი პირველი მინი-ალბომი Imagine Dragons ჩაწერა. ხოლო აპრილში კი მეორე მინი-ალბომი Hell and Silence ჩაწერეს. ორივე ალბომი ჯგუფმა Battle Born Studios-ში ჩაწერეს. რადიოში წარმატებული ჩარტების შემდგომ მათ ყოველწლიურ ფესტივალზე Bite of Las Vegas მიიწვიეს, სადაც წარმატებით გამოვიდნენ. ამის შემდეგ Las Vegas Weekly-მ ისინი 2010 წლის საუკეთესო ინდი-ჯგუფად დაასახელა. ჯურნალმა Vegas Seven კი პრემია „2011 წლის საუკეთესო CD“ გადასცა.

2011 წლის ნოემბერში ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ხმისჩამწერ ლეიბლთან Interscope Records, სადაც მორიგი ალბომი Continued Silence ჩაწერა, რომელიც 2012 წლის 14 თებერვალს გამოვიდა.

2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის პირველი სრული ალბომი Night Visions.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომი
EP ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Imagine_Dragons&oldid=2551520“-დან