IP-მისამართი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

IP-მისამართი (აი-პი მისამართი, შემოკლ. ინგლ. Internet Protocol Address - ინტერნეტ ოქმის მისამართი) — ლოკალურ ქსელში ან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის (როგორც წესი კომპიუტერი) უნიკალური იდენტიფიკატორი (მისამართი).

IP-მისამართი წარმოადგენს 32-ბიტურ (IPv4 ვერსიით) ან 128-ბიტურ (IPv6 ვერსიით) ორნიშნა რიცხვს. IP-მისამართის ჩაწერის მოხერხებულ ფორმას წარმოადგენს ოთხი ათობითი რიცხვი (0-დან 255-მდე), დაყოფილი წერტილებით, მაგ. 192.168.0.1. (ან 128.10.2.30 — მისამართის წარმოდგენის ტრადიციული ათობითი ფორმა, ხოლო 10000000 00001010 00000010 00011110 — იგივე მისამართის ორობით ფორმაში წარმოდგენა).