FarmVille

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
FarmVille-ის ლოგო

FarmVille არის რეალური დროის ფერმის სიმულატორი, რომელიც შექმნა Zynga-მ. მისი თამაში შესაძლებელია სოციალური ქსელ Facebook-ის ვებ-გვერდზე. თამაში აძლევს საშუალებას Facebook-ის წევრებს, რომ მოაწყონ თავიანთი ვირტუალი ფერმა თავისი გემოვნებით: დარგან სხვადასხვა ნარგავები, გაზარდონ და შემდეგ აიღონ მოსავალი, იყიდონ/გაზარდონ ცხოველები, ნაგებობები, ხეები და მრავალი სხვა.[1] მას შემდეგ, რაც იგი გამოჩნდა Facebook-ზე 2009 წლის ივნისს[2], FarmVille გახდა Facebook-ის ყველაზე პოპულარული თამაში. 2010 წლის იანვარს, თამაშს ყავდა 73.8 მილიონი აქტიური მოთამაშე[3]. FarmVille-ის გამოსცეს, როგორც Facebook-ის ასევე პუპულარული თამაშის, Farm Town-ის დუბლიკატი[4]. თამაშში მეგობრების სახით შეგიძლიათ დაიმატოთ ფერმის მეზობლები.

თამაშის დაწყებისას, პირველ რიგში უნდა აირჩიეთ ავატარი[5] და თქვენი სურვილის მიხედვით გაალამაზოთ. შემდეგ უნდა დარგოთ მარცვლეულობა, ხეები, იყიდოთ და გაზარდოთ ცხოველები, ააშენოთ სხვადასხვა დანიშნულების სახლები. ასევე იმისთვის, რომ გაგიადვილდეთ თესვა და მოსავლის აღება, შესაძლებელია სპეციალური მანქანის ყიდვა. შესაძლებელია მრავალი დეკორაციის გაკეთებაც. თამაშის მთავარი მიზანი XP-ის მომატებაა, რომლის მეშვეობით გემატებათ LVL და გადადიხართ შემდეგ ეტაპზე. ყოველ ახალ ეტეპზე, საშუალება გეძლევათ იყიდოთ ახალი მარცვლეულობა, ხეები და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია მონეტები (თამაშში coin), რომლის მეშვეობითაც ხდება ვაჭრობა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Facebook farmers want India flag. BBC (October 9, 2009). წაკითხვის თარიღი: October 11, 2009.
  2. Gardner, Jasmine. (September 29, 2009)Futurology: FarmVille on Facebook. London Today. წაკითხვის თარიღი: October 11, 2009.
  3. Facebook's Farmville Application Page. Facebook (January 4th, 2010). წაკითხვის თარიღი: January 4th, 2010.
  4. Zynga Launches "FarmVille". Does it Look Familiar?. All Facebook (June 22, 2009). წაკითხვის თარიღი: November 3, 2009.
  5. Dexter, Jamie. (October 9, 2009)Facebook's 'Farmville' not a laughing matter. The Leaf-Chronicle. წაკითხვის თარიღი: October 11, 2009.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=FarmVille&oldid=2385401“-დან