F-35 Lightning II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
F-35 Lightning II
CF-1 flight test.jpg
F-35C Lightning II სატესტო ფრენისას ჩესაპიკის ყურეზე.
ფუნქცია სტელსის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი
წარმოება Lockheed Martin Aeronautics
პირველი გაფრენა 15 დეკემბერი, 2006
წარდგენა 2016[1]–2018[2][3]
სტატუსი პირველადი წარმოება, აშშ-ის სამსახურში, როგორც სასწავლო თვითმფრინავი[4]
წარმოების წელი 2006 წლიდან დღემდე
წარმოების რაოდენობა 13 საცდელი + 10 სერიული [შ 1]
ერთეულის ღირებულება F-35A: 122 მილიონი აშშ-ის დოლარი(ზღვრული ღირებულება, 2011)[7]
F-35B: $150 მილიონი (საშუალო ღირებულება, 2011)[8]
F-35C: $139.5 მილიონი (საშუალო ღირებულება, 2011)[8][9][შ 2]
F-35A-ს იარაღთა სისტემის განყოფილების ფასია $183.5 მილიონი (FY 2011)[7]
გაუმჯობესებული X-35

Lockheed Martin F-35 Lightning II — კვლევის სტადიაზე მყოფი ერთ ადგილიანი, ერთ ძრავიანი, მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი. იგი გათვლილია საიერიშო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის მისიებისთვის სტელსის ტექნოლოგიების გამოყენებით.[10] F-35-ს გააჩნია სამი ძირითადი მოდელი: პირველი გათვლილია მოკლე გარბენით აფრენა-დაჯდომაზე, მეორე — ვერტიკალურ აფრენა-დაჯდომაზე, ხოლო მესამე — სპეციალურად ავიამზიდებისთვის.

F-35 წარმოიშვა Lockheed Martin X-35-სგან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პროგრამის Joint Strike Fighter (JSF) ფარგლებში შექმნილ პროდუქტს. JSF პროგრამას ახორციელებს აშშ-ის მთავრობა, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა რამდენიმე ქვეყნის მთავრობის დამატებითი სახსრებით. პარტნიორი ქვეყნები წარმოადგენენ ან ნატოს წევრებს, ან აშშ-ის მოკავშირეებს. F-35-მა თავისი პირველი გაფრენა 2006 წლის 15 დეკემბერს განახორციელა.

აშშ აპირებს სულ 2 443 ასეთი თვითმფრინავის შეძენას, რომელთა საერთო ღირებულება აღწევს 323 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვითი პროგრამა იქნება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.[11]

მახასიათებლები (F-35A)[რედაქტირება]

მახასიათებლები აღებულია Lockheed Martin-ის,[12][13][14] F-35 JSF სტატისტიკის გვერდებიდან[15] და F-35 პროგრამის მოკლე მიმოხილვიდან.[16]

F-35A three-view.PNG
ერთ-ერთი პირველი 15 წარმოებული F-35-იდან

ეკიპაჟი : 1 კაცი.

სიგრძე : 15.67 მ.

ფრთებს შორის მანძილი : 10.7 მ.

სიმაღლე : 4.33 მ.

ფრთების ფართობი : 42.7 მ2.

ცარიელის წონა : 13 300 კგ.

დატვირთულის წონა : 22 470 კგ.

მაქსიმალური ასაფრენი წონა : 31 800 კგ.

შიდა საწვავის ავზის მოცულობა : 8 382 კგ.

ძრავების რაოდნობა და ტიპი: 1, Pratt & Whitney F135, ფორსირებული ტურბოძრავა.

მაქსიმალური სიჩქარე : 1 930 კმ/სთ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: F-35 Lightning II

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. რვაზე ნაკლების წარმოება დამთავრდა 2008 წლის 1 აპრილამდე.[5][6]
  2. საშუალო ღირებულება არ მოიცავს შემუშავება-განვითარების ღირებულებას.[8]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Adjustments Put F-35 on Track, Program Director Says. US Department of Defense. წაკითხვის თარიღი: 2011-12-29.
  2. David A. Fulghum, Graham Warwick, Robert Wall, Alon Ben-David (23 მარტი, 2011). JSF Cost Predictions Rattle Foreign Customers. წაკითხვის თარიღი: 2011-12-29.
  3. Shalal-Esa, Andrea. (21 აპრილი, 2011). US Navy, Air Force may field F-35s later than 2016.. Thomson Reuters. წაკითხვის თარიღი: 2011-12-29.
  4. King, Samuel Jr. (15 ივლისი, 2011). First F-35 arrives at Eglin. U.S. Air Force. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-29-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-20.
  5. "Lockheed Martin F-35 Lightning II". Jane's All the World's Aircraft. (online version, 21 იანვარი, 2008).
  6. McKinney, Brooks (1 აპრილი, 2008). Northrop Grumman Begins Assembling First F-35 Production Jet.. Northrop Grumman. წაკითხვის თარიღი: 2008-04-19.
  7. 7.0 7.1 (თებერვალი, 2011) FY 2012 Budget Estimates. U.S. Air Force, გვ. 01–1. წაკითხვის თარიღი: 2011-12-29. 
  8. 8.0 8.1 8.2 Schwellenbach, Nick (15 თებერვალი, 2011). JSF Likely Far More Expensive Than Aircraft They're Replacing. Project on Government Oversight. წაკითხვის თარიღი: 2011-12-29.
  9. Fulghum, David A (10 მარტი, 2011). Canada Expects Much Higher JSF Unit Costs. Aviation Week. წაკითხვის თარიღი: 2011-12-29.
  10. Knesset Finance Committee approves F-35 deal. Globes (Israel). წაკითხვის თარიღი: 2010-11-29.
  11. Pentagon's F-35 Fighter Under Fire in Congress. PBS. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  12. F-35A – CTOL. Lockheed Martin. წაკითხვის თარიღი: 2010-07-28.
  13. F-35B STOVL. Lockheed Martin. წაკითხვის თარიღი: 2010-07-28.
  14. F-35C – CV. Lockheed Martin. წაკითხვის თარიღი: 2010-07-28.
  15. F-35 Joint Strike Fighter Media Kit Statistics. JSF (აგვისტო, 2004). წაკითხვის თარიღი: 2011-12-29.
  16. Davis, Brigadier General Charles R. (26 სექტემბერი, 2006). F-35 Program Brief. USAF. წაკითხვის თარიღი: 2010-06-05.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=F-35_Lightning_II&oldid=2624526“-დან