Excel
Microsoft Office Excel არის კომპიუტერული პროგრამა - ელექტრონული ცხრილი და გაკუთვნილია კომპიუტერებისთვის, რომლებსაც მართავს Windows ან Apple Macintosh ოპერატიული სისტემები. მისი ავტორია მაიკროსოფტი, რომელსაც ცდა არ დაუკლია მისი პოპულარიზაციისთვის. დღეისთვის Excel არის გაბატონებული პროგრამა თავისი კლასის სხვა პროდუქტებს შორის, რასაც განაპირობებს არა იმდენად მაიკროსოფტის სარეკლამო კამპანია, რამდენადაც თავად Excel-ის თვისებები - მძლავრი და მოქნილი გამოთვლითი და გრაფიკული შესაძლებლობანი და ყველასთვის ცნობილი გარეგნული სახე.
Excel-ის უახლოესი წინაპარია პროგრამა Multiplan. როდესაც ბაზარზე შემოიჭრა Lotus 1-2-3 და საკმაოდ შეავიწროვა Multiplan, მაიკროსოფტმა გამოუშვა Excel-ის DOS-ვარიანტი (1985 წ.), ხოლო 1987 წელს გამოვიდა მისი Windows-ვარიანტი. ეს იყო ე.წ. Killer-App, რომელმაც განაპირობა Microsoft Office-ის ლიდერობა საოფისე პაკეტების ბაზარზე და მნიშვნელოვნად გაამყარა Windows-ის პოზიციები ოპერატიულ სისტემებს შორის.
1993 წლიდან Excel ჩართულია Microsoft Office-ის პაკეტში და ვრცელდება მასთან ერთად. Excel-ის უახლესი ვერსია (მე-14) შედის Office 2010-ის შემადგენლობაში.
სტატიის