Microsoft Office

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Microsoft Office — საოფისე კომპლექტი, რომელსაც იყენებენ საოპერაციო სისტემები Microsoft Windows და OS X. საზოგადოების წინაშე წარსდგა 1989 წლის 1 აგვისტოს მაიკროსოფტის მიერ. თავდაპირველად პროგრამის მარკეტინგული შეფუთვა შეიცავდა შემდეგ საოფისე პროგრამებს: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint. მოგვიანებით პროგრამას დაემატა Visual Basic for Applications (VBA) სკრიფტის ენა. მაიკროსოფტმა ასევე შემოიტანა Office Business Applications, რათა ბიზნეს გეგმებთან მუშაობა ყველასთვის ადვილი ყოფილიყო. Office-ს დღესდღეობით მილიარდობით ადამიანი იყენებს მსოფლიო მასშტაბით. ამჟამინდელი ვერსია Office 2013 წარდგენილ იქნა 2012 წლის 11 ოქტომბერს. Office 2011 OS X 2010 წლის 26 ოქტომბერს. 2012 წლის 24 ოქტომბერს, RTM-ის საფინალო კოდი Office 2013 Professional Plus-სგან გამოშვებულ იქნა TechNet და MSDN მომხმარებლისთვის გადმოსაწერად. 2012 წლის 15 ნოემბერს, შესაძლებელი გახდა Office 2013 Professional Plus გადმოწერა ყველა მომხმარებლისთვის 60 დღიანი უფასო ლიცენზიით. მაიკროსოფტმა ასევე გამოუშვა საოფისე პროგრამა Android, iPhone და Windows Phone სმარტფონებისთვის.

სექციების სია

Word[რედაქტირება]

Microsoft Word არის "სიტყვის პროცესორი" რომელიც ოფისის ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროგრამაა. ის ფაილებს ძირითადად ინახავს DOC ფორმატში, De facto სტანდარტში. თუმცა Word 2007-ს ასევე შეუძლია გამოიყენოს XML ბაზის ფორმატი, რომელსაც ეწოდება DOCX და რომელიც წარმოებულია Ecma International-სგან როგორც Office Open XML და მას აქვს SP2 განახლების მხარდაჭერა და შეზღუდული ODF. Word ასევე გამოიყენება Microsoft Works-ის სხვადასხვა გამოცემებში. ის ხელმისაწვდომია Windows და OS X პლათფორმებზე. Word-ის პირველი ვერსია პერსონალური კომპიუტერისთვის გამოვიდა 1983 წლის შემოდგომაზე და მუშაობდა MS-DOS სისტემაზე. Mac-თვის გამოიცა 1985 წელს. Microsoft Word-ის პირველი გრაფიკული ვერსია მუშაობდა Mac სისტემაზე.

Excel[რედაქტირება]

Microsoft Excel არის ელექტრონული ცხრილი, რომელიც კონკურენციას უწევს Lotus 1-2-3, მაგრამ შედარებით კარგად იყიდება. ის მუშაობს Windows და OS X პლათფორმებზე. Microsoft-მა Excel-ის ვერსია Mac OS-სთვის გამოუშვა 1985 წელს და იყო პირველი ვინდოუს ვერსია 1987 წლის ნოემბერში.

Outlook[რედაქტირება]

Microsoft Outlook (OS X-ისთვის არის ცალკე სხვა პროგრამა - Microsoft Outlook for Mac, რომელსაც ადრე ერქვა Microsoft Entourage) არის პერსონალური ინფორმაციის მენეჯერი და e-mail კომუნიკაციის პროგრამა. Windows Messaging, Microsoft Mail, and Schedule-ში ის შედიოდა Office 97-დან მოყოლებული დღემდე და შეიცავს e-mail კლიენტს, კალენდარს, ამოცანათა მენეჯერს და მისამართების წიგნს. Mac OS-ზე ვინდოუსმა Outlook-ის შედარებით განხსხვავებული ვერსია გამოუშვა 1990 წელს, მასში შეგვეძლო გვესარგებლა Microsoft Exchange Server-ით. Office 2001-ში მან წარმოადგინა არტერნატიული აპლიკაცია, ოდნავ განხსვავებული ცვლილებებით და ეწოდა Microsoft Entourage. Office 2011-ში ეს ყველაფერი ჩაშენებულია

OneNote[რედაქტირება]

Microsoft OneNote არის ჩანაწერების და სხვადასხვა წერილობითი ინფორმაციის შესანახი ფორმა და გამოიყენება როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, ასევე პლანშეტურ მოწყობილებებში. პროგრამას შეუძლია გააკეთოს სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, როგორიცაა: ასოების ხატვა, ხმოვანი წინადადება და ა.შ. ჩანაწერები ქსელის მეშვეობით შესაძლებელია გავუზიაროთ ჩვენთვის სასურველ ადამიანს. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, OneNote ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. Microsoft Office 2013-ში ნოუტი შეიცავს Microsoft Office-ის ყველანაირ შემოთავაზებას. OneNote ხელმისაწვდომია, როგორც უფასო ვებ აპლიკაცია SkyDrive-ში ან Office Web Apps-ში, როგორც ვინდოუსის სამაგიდო აპლიკაცია და ასევე Windows Phone, iOS, Android, Symbians, და Metro-style სისტემებისთვის, ხოლო მოგვიანებით Windows 8-თვის.

PowerPoint[რედაქტირება]

Microsoft PowerPoint არის პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows და OS X-ზე. შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის სლაიდშოუ, ტექსტისა და სურათის გრაფიკული გაფორმება და ა.შ. რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სახის სლაიდშოუს მოსაწყობად.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microsoft_Office&oldid=2600845“-დან