ზღარბთევზა
(გადამისამართდა გვერდიდან Diodon hystrix)
ზღარბთევზა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Diodon hystrix (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 193668 | |||||||||||||||
|
ზღარბთევზა (ლათ. Diodon hystrix) — თევზი შეზრდილყბიანების რიგისა. 60 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარული აქვთ ბასრი, მასიური, მოძრავი ეკლებით. ზღარბთევზა ფართოდაა გავრცელებული ატლანტის, ინდური და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და ზომიერ წყლებში. მტაცებლისაგან თავდასაცავად იბერება, ეკლები ებურძგნება და მუცლით ზემოთ ამოდის. ზღარბთევზას კბილები არ აქვს, მაგრამ გაშიშვლებული ყბის ძვლებით ადვიდალ აქუცმაცებს ნიჟარებს და მარჯნის პოლიპების ტოტებს. მისი ხორცი შხამიანია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 547.