Dig Out Your Soul

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dig Out Your Soul
სტუდიური ალბომი - Oasis
გამოცემის თარიღი 6 ოქტომბერი, 2008
ჩაწერის თარიღი აგვისტო-სექტემბერი; ნოემბერი-დეკემბერი, სტუდია 2, ები როუდის სტუდია, ლონდონი, ინგლისი; იანვარი-მარტი 2008, The Village Recorder, ლოს ანჯელესი
ჟანრი როკ-მუსიკა, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 45:51
ლეიბლი Big Brother
პროდიუსერი დეივ სერდი
Oasis - ქრონოლოგია
Stop the Clocks
(2006)
Dig Out Your Soul
(2008)
სინგლები ალბომიდან Dig Out Your Soul
  1. The Shock of the Lightning
    გამოვიდა: 29 სექტემბერი 2008
  2. I'm Outta Time
    გამოვიდა: 1 დეკემბერი 2008
  3. Falling Down
    გამოვიდა: 9 მარტი 2009
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
NME (8/10)[2]
Pitchfork Media (4.9/10)[3]
Rolling Stone 2.5/5 stars[4]
Slant Magazine 4/5 stars[5]
Spin 4/5 stars
The Observer 4/5 stars[6]
The Times 4/5 stars
The Panic Manual 4.5/5 stars[7]
thinkofmusic 8/10 stars[8]

Dig Out Your Soul — ჯგუფ Oasis-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში.

ისტორია[რედაქტირება]

2007 წლის ინტერვიუში ჟურნალთან NME ნოელ გალაგერმა ისაუბრა მომავალ ალბომზე: ”ამ ბოლო დროს ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები აკუსტიკური იყო”. შემდეგი ალბომისთვის ნოელი ყველას შეპირდა განსხვავებულ მასალას.

ხმისჩამწერი სესიები უნდა დაწყებულიყო 2007 წლის ივლისში, მაგრამ გადაიდო აგვისტომდე. იმ დღეს, როდესაც ეს მოხდა, ნოელი და ლაიამი მოყვარულებთან ერთად პოზირებდნენ სტუდიის წინ, მოკლე ფოტოსესიისათვის.

2007 წლის სექტემბერში სესიები დროებით შეჩერდა - ნოელი მეორე შვილის დაბადების გამო.

8 ნოემბერს ჯგუფის ოფიციალური საიტიდან ცნობილი გახდა, რომ იგი დაბრუნდა სტუდიაშჳ 5 ნოემბერს და პროდიუსერიც აიყვანა - Oasis-ის წინა სტუდიური დისკით განთქმული დეივ სერდი.

ლაიამმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ალბომი დასრულებული იქნება დეკემბერში, თუკი ყველაფერი კარგად იქნება.

2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ჩავიდა ლოს ანჯელესში, რათა დაესრულებინა ალბომი და მის ქმის მიქსზე ემუშავა.

28 თებერვალს რადიოინტერვიუში ჯგუფმა განაცხადა, რომ ხმის მიქსი შეფერხდა ტექნიკური ავარიის გამო.

8 მარტს ნოელმა გამოხატა იმედია, რომ 12 მარტისათვის დისკზე მუშაობა დასრულებული იქნება.

14 აპრილს ნოელმა განაცხადა, რომ ალბომი დასრულებულია და ახლა უკვე საჭიროა ლეიბლი, რომელიც მას გამოსცემს. აშშ-ში ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ Reprise Records.

მათ, ვინც მოისმინეს სიმღერების ნაწყვეტები, განაცხადეს, რომ ჯგუფი საკუთარ თავს უბრუნდება და შესანიშნავ მასალას წარმოადგენს.

ნოელ გალაგერის აგვისტოს ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ დისკი იქნება Don't Believe the Truth-ის შემდეგ წინ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

2008 წლის 11 სექტემბერს კომპანიის Sony Japan ვებ გვერდზე გავრცელდა ყველა სიმღერის 45 წამიანი ნაწყვეტები, მაგრამ მალე ისინი ამოღებული იქნა.

19 სექტემბერს ალბომმა გაჟონა ინტერნეტში, იმ სახით, როგორიც იგი დისკზე იქნება წარმოდგენილი. პირველივე დღეს იგი საკუთარ კომპიუტერებში გადაიწერა 250.000 ადამიანმა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Bag It Up   ნ. გალაგერი 4:40
2. The Turning   ნ. გალაგერი 5:04
3. Waiting for the Rapture   ნ. გალაგერი 3:02
4. The Shock of the Lightning   ნ. გალაგერი 4:59
5. I'm Outta Time   ლ.გალაგერი 4:10
6. (Get Off Your) High Horse Lady   ნ. გალაგერი 4:06
7. Falling Down   ნ. გალაგერი 4:20
8. To Be Where There's Life   ჯეიმ ერჩერი 4:35
9. Ain't Got Nothin'   ლ.გალაგერი 2:14
10. The Nature of Reality   ენდი ბელი 3:47
11. Soldier On   ლ.გალაგერი 4:50

პერსონალი[რედაქტირება]

  • ლიამ გალაგერი – ვოკალი
  • ნოელ გალაგერი – ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ელექტრონული ინსტრუმენტები, დასარტყმელი საკრავები (სიმღერები 1, 3 და 11)
  • გემ არჩერი – გიტარა, ბას გიტარა, კლავიშებიანი ინსტრუმენტები
  • ენდი ბელი – ბას გიტარა, გიტარები, კლავიშებიანი ინსტრუმენტები და დაფი
  • ზაკ სტარკი – დასარტყმელი საკრავები

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen Thomas. Dig Out Your Soul – Oasis. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2 November 2011.
  2. NME Album Reviews - Oasis. Nme.Com (2008-10-03). წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  3. Oasis: Dig Out Your Soul | Album Reviews. Pitchfork (2008-10-13). წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  4. By Jody Rosen (2008-10-16). Dig Out Your Soul | Album Reviews. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  5. Oasis: Dig Out Your Soul | Music Review. Slant Magazine. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  6. Bainbridge, Luke. “CD: Rock review: Oasis, Dig Out Your Soul“, The Guardian, 14 September 2008. 
  7. Review: Oasis - Dig Out Your Soul [2008, Big Brother. The Panic Manual. წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
  8. Oasis - Dig Out Your Soul | thinkofmusic.com, music news & reviews. Thinkofmusic.com (2008-10-06). წაკითხვის თარიღი: 2012-02-13.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dig_Out_Your_Soul&oldid=2695570“-დან