Crash (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Crash
სპეციალიზაცია კომპიუტერები და ვიდეო თამაშები
ენა ინგლისური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Newsfield Publications Ltd
Europress
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
პუბლიკაციის ისტორია ცირკულაცია:
101,483
პირველი ნომერი: თებერვალი, 1984
ბოლო ნომერი:
აპრილი, 1992
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 0954-8661

Crash — ყოველთვიური ინგლისური ბეჭდვითი ჟურნალი, რომელიც, ძირითადად, ეძღვნებოდა ZX Spectrum-ის კომპიუტერებს და ასევე იმ დროინდელ პოპულარულ პლატფორმებს. პირველი ნომერი გამოიცა 1984 წლის თებერვალს, ხოლო უკანასკნელი - 1992 წლის აპრილს. მთლიანობაში გამოვიდა 98 ნომერი. 1991 წლამდე ჟურნალი გამოიცემოდა Newsfield publicattions Ltd.- ის მეირ, ხოლო 1991-1992 წლებში - Europress-ის მეშვეობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი CRASH შეიქმნა როჯერ კინის, ოლივერ ფრეისა და ფრანკო ფრეის მიერ 1983 წელს. იგი განკუთვნილი იყო პროგრამული უზრუნველყოფის კატალოგიზაციისთვის[1] და მოიცავდა მიმოხილვების რამდენიმე გვერდს[2]. 1984 წელს იგი იქცა სრულფასოვან ჟურნალად. CRASH-ის ძირითად თემად იქცა ვიდეო თამაშები. 1986 წლიდან ჟურნალი ყოველთვიურად გამოიცემოდა 100 000-იანი ტირაჟით[3].

1991 წლის აგვისტოსა და დეკემბრის თვეებში აქვეყნებდა ZX Spectrum-ის 100 საუკეთესო თამაშს - CRASH Top 100.

CRASH უკანასკნელი ნომერი Newsfield-ის მიერ გამოვიდა 1991 წელს.ამავე წელს Europress-მა ჟურნალის გამოცემა აღადგინა, რამაც 1992 წლის აპრილამდე გასტანა. ამის შემდეგ, CRASH შეიძინა კომპანია EMAP-მა - ჟურნალ Sinclair User-ის გამომცემი, რომელმაც ეს ორი ჟურნალი ერთში გააერთიანა.

CRASH Readers Award[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წლიდან ჟურნალი მომხმარებლებთან გამოკითხვის ჩატარების საფუძველზე თამაშებს ანიჭებდა CRASH Readers Award-ის ჯილდოს.

გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით:

წელი საუკეთესო თამაში საუკეთესო სათავგადასავლო საუკეთესო პლატფორმერი საუკეთესო შუტერი საუკეთესო სიმულატორი საუკეთესო გრაფიკა საუკეთესო რეკლამა
1984[4] Daley Thompson's Decathlon Lords of Midnight Monty Mole Ad Astra Fighter Pilot Sabre Wulf
1985[5] Elite Red Moon (Time and Magik) Dynamite Dan Commando Tomahawk Fairlight
1986[6] Starglider Heavy on the Magick Dynamite Dan II Uridium TT Racer Lightforce The Great Escape
1987[7] Driller The Pawn Auf Wiedersehen Monty Zynaps Gunship Driller Game Over
1989[8] Batman: The Movie Myth: History in the Making Operation Thunderbolt Cabal
1990[9] Robocop 2 Lords of Chaos

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CRASH Catalogue 2 - Index. Crashonline.org.uk. ციტირების თარიღი: 2013-10-02.
  2. The History of Crash - Issue No. 1. Nonowt eZine X. ციტირების თარიღი: 2006-04-04.
  3. The History of Crash - Issue No. 33. Nonowt eZine X. ციტირების თარიღი: 2006-04-04.
  4. CRASH 12 — Readers' Awards
  5. CRASH 27 — Readers' Awards
  6. CRASH 38 — Readers' Awards
  7. CRASH 51 — Readers' Awards
  8. CRASH 75 — Readers' Awards
  9. CRASH 87 — Readers' Awards