Check-Out

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Check-Out
სეზონი 2, ეპიზოდი 4
ეთერში გას. თარიღი 24 მარტი, 2014
სცენარის ავტორ(ებ)ი ლიზ ტიგელაარი
რეჟისორი ჯონ დევიდ კოულზი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Caleb“
შემდეგი →
„The Escape Artist“

Check-Out„ბეიტსის მოტელის“ მეორე სეზონის მეოთხე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2014 წლის 24 მარტს გავიდა.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელების დაბრუნებით გამოწვეული შედეგები დილანს ნორმასა და ნორმანი ნორმანის მიმართ ნდობას შეურყევს. კრისტინი ნორმას თეთრი ფიჭვის ყურის სოციალურ წრეში შეიყვანს. ნორმანი კელების ქალაქში ყოფნის გამო შეშფოთებულია. რომერო ზეინისა და მისი მოწინააღმდეგე ოჯახის ომში ებმება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო დილით, როცა ემა განერის მოტელის ოთახიდან გამოდის, ერთ-ერთი სტუმარი მას ეუბნება, რომ მოტელის წინ ვიღაც კაცი თავის მანქანაში გულწასულია. ემა ნახავს, რომ ეს კაცი დილანია და მის გაღვიძებას უშედეგოდ შეეცდება, რის შემდეგაც ნორმანს მოიყვანს. ისინი დილანს მოტელის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანენ და საწოლზე დააწვენენ. ამ დროს ნორმაც მოდის და დილანს თავად მოაწესრიგებს. იგი გადაწყვეტს, კელებს დაუპირისპირდეს და მანქანით მისი მოტელისკენ ცრემლმორეული გაემართება.

როცა ემა ოფისში ბრუნდება, ხოლო ნორმანი დილანს საუზმეს მიუტანს, იგი ნორმას აღიარებაზე იწყებს საუბარს. ნორმანი ცდილობს დილანი დაარწმუნოს, რომ ეს არაფერს ცვლის, თუმცა დილანი მას ეუბნება, რომ შეიძლება ზოგი საიდუმლო მანაც არ იცოდეს. ნორმანი მოგვიანებთ ნორმას ეკითხება, მისგან რამეს ხომ არ მალავს, რასაც ნორმა უარყოფს. დილანი კელებს გადააწყდება და მას დაუპირისპირდება. კელები დილანს ფულს უბრუნებს და მიდის.

კრისტინი ბეიტსების სახლში მიდის და ნორმას ეუბნება, რომ ვახშამი დაგეგმა, თუმცა ნორმა წასვლით არ დაინტერესდება. კრისტინი დაჟინებით სთხოვს, რომ დათახმდეს და ამბობს, რომ ვახშამზე მისი ძმა, ჯორჯი მიიყვანს. ვახშამს კრისტინი და მისი ქმარიც ესწრებიან და ყველაფერი კარგად მიდის მანამ, სანამ კრისტინის ქმარი შემოვლით გზას არ ახსენებს. ნორმა ამის განხილვის ხასიათზე არაა და როცა ჯორჯი მას სახლში მიიყვანს, იგი ნორმას ეუბნება, რომ მისი ნახვა კიდევ უნდა.

ამასობაში კოდი ნორმანს ურჩევს, რომ კელები სცემოს, რათა ნორმას თავი დაანებოს. ისინი წავლენ მოტელში, სადაც კელები რჩება, თუმცა ნორმანი აზრს შეიცვლის და უკან ბრუნდებიან. როცა ნორმა სახლში ბრუნდება, იგი და დილანი კამათს იწყებენ. დილანი ნორმას ადანაშაულებს, რომ იგი კელებისგან თავის დასაღწევად გამოიყენა. ნორმანი მათ კამათს გაიგონებს და კელების მოტელში ბრუნდება. სწორედ ამ დროს მასზე კონტროლს „დედა“ მოიპოვებს, რომელიც კელებს ეუბნება, რომ საკმაოდ დიდი ხანი ხმა არ ამოუღია და ახლა მისი მოსმენის დროა. „დედა“ კელებს დანით ესხმის თავს, თუმცა იგი მოერევა. დედას ახსენდება, თუ როგორ აუპატიურებდა კელები, რის შემდეგაც ამბობს, რომ იგი მისი და იყო და არავინ ჰყავდა, ვინც დაიცავდა. კელები ნორმანს იატაკზე დააგდებს და მუცელში ფეხს ჩაარტყამს, რის შემდეგაც ბარგს იღებს და მიდის. რომერო ზეინ მორგანს, დილანის ახალ უფროსს, დაემუქრება, რომელიც მას მოგვიანებით სახლს გადაუწვავს. კოდი ნორმანს სასადილოში იპოვის და სახლში წაიყვანს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწვევით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამ ეპიზოდს 2,23 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის სახელწოდება ავტორი
Roar კეტი პერი
Damaged Goods Gang of Four

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kondolojy, Amanda. (March 25, 2014) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Leads Night + 'Basketball Wives', 'Single Ladies', 'Fast N Loud', 'Teen Wolf' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Check-Out&oldid=4078523“-დან