Centro Financiero Confinanzas

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Centro Financiero Confinanzas
Centro Financiero Confinanzas (ვენესუელა)
ალტერნატიული სახელები დევიდის კოშკი, Torre de David
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი ცათამბჯენი
ქვეყანა ვენესუელა
მდებარეობა კარაკასი
კოორდინატები 10°30′19″ ჩ. გ. 66°53′56″ დ. გ. / 10.50528° ჩ. გ. 66.89889° დ. გ. / 10.50528; -66.89889
მფლობელი Corpolago C. A
დაიწყო 1990
დასრულდა დაუსრულებელი
ზომები და ტექნიკური დეტალები
სიმაღლე 190 მეტრი
სართულთა რაოდენობა 45
არქიტექტორ(ებ)ი Enrique Gómez and Associates.
სტრუქტურის ინჟინერი Brewer and Brewer Engineers S.C.
სხვა ინფორმაცია
სართულების რაოდება 45

Centro Financiero Confinanzas — დაუსრულებელი ცათამბჯენი ვენესუელაში, დედაქალაქ კარაკასის ცენტრში. ცათამბჯენს მეტსახელი, დევიდის კოშკი, დაერქვა მთავარი ინვესტორის, დევიდ ბრილემბურგის გამო. ბრილემბურგი 1993 წელს გარდაიცვალა. ცენტრი კარაკასის ნათელი ფინანსური მომავლის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, თუმცა კონსტრუქციის მშენებლობას ხელი შეუშალა საბანკო კრიზისმა და მშენებლობა 1994 წელს შეწყდა. სანახევროდ აშენებული შენობა უსახლკაროებმა, სკვოტერებმა დაიკავეს 2007 წელს. მათ დაკავებული აქვთ შენობის 28 სართული, შეყვანილი აქვთ ძირითადი კომუნალური მომსახურებები 22 სართულზე. შენობაში 700 ოჯახი, 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]