Buta Airways

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Buta Airways
იატა
J2
იკაო
AHY
საძახისი
AZAL
დაარსდა 2016
აეროპორტი ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი
ჰაბები ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 20
შტაბ-ბინა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, ბაქო
საიტი: hwww.butaairways.com/

Buta Airways — აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Azerbaycan Airlines-ის სტრუქტურული ქვედანაყოფი[1][2].

2016 წლის 28 მარტს ჩამოყალიბდა AZAL-ის დაბალბიუჯეტიანი განყოფილება სახელწოდებით AZALJET[3]. იმავე წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანში დაფუძნდეს დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი Buta Airways[1].

2017 წლის 2 ივნისს გაიმართა ავიაკომპანიის ლოგო და ლაივერის პრეზენტაცია[4]. Buta Airways-ის ლოგო აერთიანებს მითოლოგიური წმინდა ფრინველის სიმურგის სიმბოლიკას, რომელიც წარმოდგენილია აზერბაიჯანული ბუტას ორნამენტის სახით[5].

2017 წლის ივლისში ცნობილი გახდა AZALJET-ის ფრენების ბილეთების გაყიდვის შეწყვეტის შესახებ ავიაკომპანიის მოახლოებული რეორგანიზაციისა და სახელის შეცვლის გამო[6]. AZALJET-ის ბრენდმა არსებობა შეწყვიტა[7]. ავიაკომპანიამ სახელი შეიცვალა და გახდა Buta Airways.

2017 წლის 1-ლ სექტემბერს Buta Airways-მა პირველი რეისი შეასრულა[8].

ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს მხოლოდ Embraer 190 თვითმფრინავს. 2017 წელს ფლოტი შედგებოდა 6 თვითმფრინავისაგან. 2018 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ მიიღო მეშვიდე თვითმფრინავი[9], 2018 წლის ბოლოს მერვე[10].

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, Buta Airways-ის ფლოტი შედგება 8 თვითმფრინავისაგან[11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Buta_Airways&oldid=4543093“-დან