Bandai LCD Solarpower

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Bandai LCD Solarpower
მწარმოებელი Bandai
ტიპი პორტატიული ელექტრონული თამაში
გამოშვების თარიღი 1982
კვება მზის ენერგია
მონიტორი LCD-ეკრანი

LCD Solarpowerპორტატიული ელექტრონული თამაშების სერია, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Bandai-ს მიერ 1982 წელს. კონკურენციას უწევდა 1980 წელს გამოსულ Nintendo-ს პორტატიულ კონსოლ Game & Watch-ის სერიას.

კონსოლს გააჩნდა LCD-ეკრანი და მუშაობდა მზის ენერგიაზე. არსებობის განმავლობაში სულ გამოვიდა ორი მოდელი — LCD Solarpower, რომელზეც ხელმისაწვდომი იყო 21 თამაში და LCD Solarpower — Double Panel, რომელზეც ხელმისაწვდომი იყო 8 თამაში და გააჩნდა ორი ეკრანი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. two LCD panels. Handheldempire. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.