BMW M6
| BMW M6 ბმვ M6 კუპე |
|
|---|---|
| მრეწველი | BMW |
| პროდუქცია | 2005-2010 |
| გამომშვები ქვეყანა | გერმანია |
| კლასი | გრენ ტურიზმო |
| მოდელის ტიპი | კუპე |
| პლატფორმა | E63 |
| ძრავა | 5.0 ლ V10 |
| სიმძლავრე | 507 ცხ.ძ. |
| სიგრძე | 4871 |
| სიგანე | 1855 |
| სიმაღლე | 1372 |
| წონა | 1710 კგ |
| საწვავის ტევადობა | 70 ლ |
ბმვ M6 (BMW M6) — მაღალტექნოლოგიური სპორტული ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია მსხვილი გერმანული საავტომობილო კომპანია bmw-ს მიერ.
სექციების სია |
E24 M635CSi/M6[რედაქტირება]
BMW M6 პირველი თაობა წარმოდგენილი იყო 1983 წლის სექტემბერს ფრანკფურტის ავტოსალონში. ავტომობილს გააჩნდა Е24 ძარა, 6-ცილინდრიანი ძრავით (M88/3), 3453 სმ³ მოცულობითა და 286 ცხ.ძ.-ით. 1987 წლიდან იგი იწარმოებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მიიღო შემოკლებული სახელწოდება – М6[1].
1989 წლის აპრილში შეწყდა M635 CSi (М6) ავტომანქანის წარმოება.
E63 M6[რედაქტირება]
1989 წლიდან დაწყებული М6 წარმოება დიდი ხნით გადაიდო, კერძოდ კი 2005 წლამდე. სწორედ 2005 წლიდან დაიწყო თანამედროვე მე-2 თაობის სუპერთანამედროვე ავტომანქანის წარმოება, რომელსაც bmw 6 სერიის ექსტერიერი გააჩნია.
ახალი თაობის bmw m6-ს გააჩნია სპორტული ხასიათის ტყავის სავარძლები და ელექტრული რეგულატორები. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მანქანის წონაც. საერთო ჯამში bmw m6-ის წონა მხოლოდ 1710 კგ-ია.
აღსანიშნავია მეტად ძლიერი ხუთლიტრიანი V10 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხ.ძ. 100 კმ/სთ განვითარებისთვის bmw m6 მხოლოდ 4.5 (4.6) წამი სჭირდება, რაც საკმაოდ კარგ რეზულტატად შეიძლება ჩაითვალოს. m6 სპიდომეტრი 330 კმ-ს უჩვენებს, რაც ახდენს ამ ავტომანქანის ძირითად პოტენციალს. თუმცა მანქანის სიჩქარე ელექტრონიკით შემოსაზღვრულია მხოლოდ 250 კმ/სთ-ით.
გალერეა[რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- BMW M6 Corporate website
- Offizielle Website des M6 Coupé
- Offizielle Website des M6 Cabriolet
- Das BMW M6 Coupé (E63) im Fahrbericht auf www.classicdriver.de
- Das BMW M6 Cabriolet (E64) im Fahrbericht auf www.classicdriver.de
- M6
- M6board.com
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Oswald, Werner (2001). Deutsche Autos 1945-1990. Stuttgart: Motorbuch Verlag, გვ. 241. ISBN 3-613-02131-5.