თავგადასავლების დრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Adventure Time)
თავგადასავლების დრო
ავტორი პენდლტონ უორდი
რეჟისორი პენდლტონ უორდი
მონაწილეობენ ჯერემი შადა
ჯონ დიმაგიტო
ჰაიდენ ვალჩი
ნიკი იანგი
ტომ კენნი
ოლივია ოლსონი
მარტინ ოლსონი
დიი ბრადლეი ბეიკერი
პენდლტონ უორდი
პილლი ლოუ ლივინგსტონი
იზაბელა აკრესი
ჯესიკა დისიკო
ქვეყანა აშშ
სეზონი 6
ეპიზოდი 178 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი კელი კრევსი
პენდლტონ უორდი (1-2 სეზონი)
ეთერი
ორიგინალური არხი Cartoon Network
ეთერში 5 აპრილი, 2010 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი


თავგადასავლების დრო (ქართ. Adventure Time) — Cartoon Network-ის ანიმაცური სერიალი რომელიც შექმნა პენდლტონ უორდმა. სერიალი არის 14 წლის ადამიან ფინზე და მის ნაშვილებ ძმაზე და საუკეთესო მეგობარზე ჯადოსნურ ძაღლ ჯეიკზე, რომლებიც ცხოვრობენ პოსტ-აპოკალიპსურ მსოფლიოში — ვუს მიწებზე. სერიალს აქვს მიღებული რეიტინგი TV-PG და E+10, ასევე გავლილი აქვს ცენზურა ავსტრალიის, ფილიპინების, ინდონეზიის და მალაიზიის Cartoon Network-ზე.

საპილოტო ეპიზოდი პირველად გავიდა ეთერში 7 დეკემბერს, 2008 წელს გადაცემა Random! Cartoons-ში, მის შემდეგ ის გახდა ჰიტი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მოქმედება ხდება მსოფლიოში სახელად ვუ, რომელიც არის დედამიწა, რომელმაც გადაიტანა ატომური ომი (სახელად "სოკოს ომი"), ამის შემდეგ წარმოიქმნა მუტანტები, და მოვიდა მაგია. ვუში არის ბევრი სამეფო რომელსაც პრინცესები ან მეფეები მართავენ.

ეპიზოდები მიყვებიან სწორ ქრონოლოგიურ მიმდინარეობას (კერძოდ, ფინი გახდა 2 წლით დიდი ეპიზოდების მიმდინარეობაში).

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავგადასავლების დრო - სეზონები
სეზონი ეპიზოდი პირველად ეთერში
პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
პილოტი იანვარი 2007
1 26 აპრილი 5, 2010 სექტემბერი 27, 2010
2 26 ოქტომბერი 11, 2010 მაისი 9, 2011
3 26 ივლისი 11, 2011 თებერვალი 13, 2012
4 26 აპრილი 2, 2012 ოქტომბერი 22, 2012
5 52 ნოემბერი 12, 2012 მარტი 17, 2014
6 მომავალი[1] აპრილი 21, 2014 მომავალი
7 მომავალი მომავალი მომავალი

გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინი (სრული სახელი ადამიანი ფინი, პილოტურ ეპიზოდში ერქვა პენი) — 14 წლის[2] ბიჭი. ჯეიკის მშობლებმა იპოვეს ფინი, და იშვილეს. დასაშვებია რომ ფინი არის უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე (თუმცა არსებობს სავარაუდო ადამიანები და ჰუმანოიდები). ფინს აცვია ცისფერი მაისური, ლურჯი შორტები, თეთრი წინდები და შავი ფეხსაცმელი და თეთრი ქუდი წამონაზარდებით, ხანდახან, ცივ ამიდში ფინს აცვია ნარინჯისფერი მაისური, ზოგჯერ კი ვარდისფერი მაისური, რომელიც შეუკერა პრინცესა საღეჯ რეზინმა, ის ყოველთვის თან ატარებს მწვანე ჩანთას. იმის მიუხედავად რომ ფინს მუდამ ქუდი ახურავს, მას აქვს ძალიან გრძელი ოქროსფერი თმები (რომლებიც ჩვეულებრივ არ უჩანს).

ჯეიკი (სრული სახელი ძაღლი ჯეიკი) — 28 წლის (მაგიურ ძაღლის წლებში) ჯადოსნური ძაღლი, ფინის ნაშვილები ძმა და საუკეთესო მეგობარი. ის არის ყვითელი და მას აქვს დიდი თვალები, შეუძლია გაიწელოს და მიიღოს სხვადასხვანაირი ფორმები. მას ზოგჯერ შეუძლია გადააქციოს თავისი ფანტაზია რეალობად, კარგად მღერის და უკრავს ვიოლინოზე. ხშირად მისი რჩევები ფინისთვის არის ხოლმე არასწორი და საშიში, ასევე ზოგჯერ არ ეხმარება ფინს გაჭირვების დროს სიზარმაცის გამო.

პრინცესა საღეჭი რეზინი (სრული სახელი ბონიბელი) — ტკბილეულობის სამეფოს მმართველი. ის არის 18 წლის, წააგავს ადამიანს თუმცა შედგება ტკბილეულობის ბიომასისგან (როგორც ყველა ტკბილეულობის სამეფოს მაცხოვრებელი), და თმები შედგება საღეჭი რეზინისაგან. ბოლო ეპიზოდებამდე იყო ფინის სიყვარულის ობიექტი, სანამ ჯეიკმა არ აპოვნინა ახალი — ცეცხლოვანი პრინცესა. ხასიეთით, პრინცესა საღეჭ რეზინს აქვს კეთილი და სამართლიანი ხასიეთი, მას უყვარს თავისი მსახურები, თუმცა თუ ის ბრაზდება ვლინდება მისი საპირისპირო ხასიეთი. თავზე მას აფარია გვირგვინი ცისფერი ძვირფასი ქვით, რომელიც მას იცავს ბოროტი მაგიისგან.

მარსელინი — ვამპირების დედოფალი, როკ-მუსიკოსი, ფინის და ჯეიკის დაქალი. ის არის დაახლოებით 1000 წლის თუმცა გამოიყურება როგორც ახალგაზრდა. ის არის ერთ-ერთი პერსონაჯი რომელმაც გადაიტანა სოკოების ომი, ეპიზოდში "მოგონების მოგონებაში" ნაჩვენებია პატარა გოგო მარსელინი და მოზარდი მარსელინი. მასელინი უკრავს ბას-გიტარაზე და წერს სიმღერებს. როდესაც მარსელინი იყო მოზარდი, მამამისმა შეუწამა კარტოფილი-ფრი, რის გამოც მარსელინმა კავშირი გაწყვიტა მამასთან. მასელინი ადრე ცხოვრობდა იმ სახლში, რომელსშიც ახლა ფინი და ჯეიკი ცხოვრობს, პირველ ეპიზოდებში (როდესაც ფინი და ჯეიკი პირველად შეხვდა მარსელინს) ჯეიკს განსაკუთრებით ეშინოდა მარსელინის. მარსელინი სისხლის მაგივრად სხვავს წითელ ნივთებს, მაგალითად წითელ ვაშლებს. მას შეუძლია გადაიქცეს სხვადასხვა საშიშ არსებებად.

ყინულოვანი მეფე — ყინულოვანი სამეფოს მმართველი, ის დაახლოებით 1000 წლისაა, როდისღაც ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, არტეფაქტებზე მონადირე, თუმცა როდესაც მან იპოვა ყინულოვანი სამეფოს გვირგვინი და დაიფარა ის, ნელ-ნელა გადაიქცა ყინულოვან მეფედ. ყინულოვანი მეფე მუდმივად იტაცებს პრინცესებს მათზე დაქორწინების მიზნით. თავისუფალ დროს ის უკრავს მუსიკალურ ინსტურმენტებზე ან დროს ატარებს განტერთან (ერთ-ერთ მის საუკეთესო მეგობარ პინგვინთან). ის ცდილობს დამეგობრდეს ფინთან და ჯეიკთან, თუმცა რისხნდება როდესაც ფინი და ჯეიკი მოტაცებულ პრინცესების წართმევას აპირებენ.

მეორეხარისხოვანი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორკლებიანი კოსმოსის პრინცესა — წააგავს იისფერ ღრუბელს, პრინცესა საღეჭი რეზინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ასევე ფინის და ჯეიკის, არის 15 წლის. არის უხეში, მუდმივათ ცუდი ურთიერთობა აქვს მშობლებთან, რის გამოც სახლიდან გარბის და ტყეში იშენებს თავშესაფარს. როგორც ყველა ხორკლებიან კოსმოსის ხალხს შეუძლია მსუბუქად ფრენა.

ცეცხლოვანი პრინცესა — ის პირველად გვხვდება მესამე სეზონის ბოლოში, როდესაც ჯეიკმა გადაწყვიტა ფინისათვის ახალი მეგობარი მოეძებნა. ის იყო ჩაკეტილი ლამფაში, რადგანაც იყო ვარაუდი რომ ის იყო გამანადგურებელი, და შეეძლო მსოფლიოს განადგურება. ცეცხლოვანი პრინცესა საშიშია ვუს სხვა მაცხოვრებლებისათვის რადგან ცუდად აკონტროლებს ცეცხლს.

ბიმო (ან ბმო) — ფინის და ჯეიკის ვიდეო თამაშების ცოცხალი კონსოლი/კომპიუტერი, მუსიკალური ფლეიერი, კამერა, და სხვა. შეუძლია შექმნას თამაშები, არავირტულური ობიქტები შეიყვანოს ვირტუალურში ან პირიქით, ბიმოს შეუძლია ფეხბურთის თამაშიც. ბიმო უსქესოა[3]. ერთ-ერთ ეპიზოდში მარსელინი თამაშობდა ბიმოს თამაშებს. ბმო არის ფინის და ჯეიკის მეგობარი.

ლედი წვიმისრქა (სხვანაირი თარმნანით - ლედი ცისარტყელა) — პრინცესა საღეჭი რეზინის, ფინის და ჯეიკის მეგობარი. შეუძლია ფრენა და ნივთების ფერის შეცვლა ჯადოსნური სხივით. ლაპარაკობს კორეულად (დადასტრურებულია, რომ კორეული ესმის პრინცესა საღეჭ რეზინს და ჯეიკს, მისი მშობლების ჩაუთვლელად).

პიტნის მსახური — პრინცესა საღეჭი რეზინის, და ტკბილეულობის სასახლის ძირითადი მსახური. აქვს კავშირი მკვდართა მსოფლიოსთან.

თრი თრანკსი — ყვითელი მინი სპილო. ის ცხოვრობს პატარა სახლში, ტყეში, უყვარს ვაშლები და აცხობს ვაშლის ღვეზელებს.

პრინცესა ჰოთ-დოგი — ძაღლი რომელიც წააგავს სოსისს. მას ჰყავს ჰოთ-დოგი რაინდები, რომლებიც არიან სულელები.

პრინცესა კუ — წააგავს კუს, თითქმის ყველა ეპიზოდში გვხვდება ბიბლიოთეკაში, არის ბიბლიოთეკარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]