Acer

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეისერი
Acer
Acer 2011.svg
ტიპი: სახალხო კომპანია
დაფუძნდა: 1976
დამაარსებელი: სტან შიჰი და სხვები
მდებარეობა: ახალი ტაიბეი, ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
წამყვანი: თავმჯდომარე— ძენტანგ ვანგი (Zhentang Wang) (2012)
დარგი: ელექტრონიკა
პროდუქცია: პერსონალური კომპიუტერები

კომპიუტერული სერვერები;
ლეპტოპები;
ნეტბუქები;
სმარტფონები;
პლანშეტური კომპიუტერები;
მეხსიერების ბარათები;
მონიტორები;
ტელევიზორები;
ვიდეო-პროექტორები;
ელექტრონული ბიზნესი

ბრუნვა: $16,18 მლრდ. USD (2011 წელი)[1]
საწარმოო შემოსავალი: $ 225,3 (2011 წელი)[1]
თანამშრომელი: 7 757 (2011)[1]
საიტი: acer.com
სათავო ოფისი ქალაქ ახალ ტაიბეიში

Acer (ჩინ. 宏碁股份有限公司; პინ-ინი: Hóngqi Gǔfèn Yǒuxiàn Gōngsī) — აპარატურისა და ელექტრონიკის ტაივანური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის შტაბ-ბინაც ქალაქ ახალ ტაიბეიში მდებარეობს. Acer-ის პროდუქცია მოიცავს პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, პლანშეტურ კომპიუტერებს, სერვერებს, მეხსიერების ბარათებს, მონიტორებსა და სმარტფონებს. იგი ასევე აწარმოებს ელექტრონული ბიზნეს-სერვისს ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისა თუ უბრალო მომხმარებლებისათვის. Acer პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მწარმოებელია.

2000-იანი წლების დასაწყისში, Acer-მა ახალი ბიზნეს-მოდელი შეიმუშავა, რითაც მწარმოებლიდან მთავარი აქცენტი დიზაინზე, ბაზარზე, და პროდუქციის დისტრიბუციაზე გადაიტანა, თუმცა წარმოების პროცესი მწარმოებლებთან კონტრაქტების საფუძველზე შეინარჩუნა.[2]

ასევე, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნესია უმსხვილესი ფრენჩაიზებული კომპიუტერული საცალო ჯაჭვი ტაიბეიში.[3]

ისტორია[რედაქტირება]

Acer 1976 წელს ტაივანის ქალაქ სინჯუში მულტიტექნიკური კომპანიის სახით სტან შიჰმა და მისმა მეუღლემ კიდევ ხუთ სხვა ადამიანთან ერთად დააარსეს.

მათი თავდაპირველი კაპიტალი 25 000 აშშ დოლარი იყო 11 დასაქმებულით. ამ დროისათვის, კომპანია ეწეოდა ელექტრო-ნაწილების დისტრიბუციას და კონსულტანტის როლს მიკროპროცესორულ ტექნოლოგიებში.

სახელი Acer კომპანიას 1987 წელს ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Fortune Global 500 #436: Acer“, Fortune, 20 July 2011. წაკითხვის თარიღი: 27 November 2009. 
  2. Centre for Research on Multinational Corporations, Bart Sleb, 2005
  3. About Acer – Milestones. Acer. დაარქივებულია ორიგინალიდან 8 July 2006-ში. წაკითხვის თარიღი: 7 July 2007.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Acer&oldid=2626756“-დან