(4179) ტაუტატისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაუტატისის ფოტო, გადაღებული აპარატ Chang'e 2-ს მიერ

(4179) ტაუტატისი, 1934 CT, 1989 AC[1]ასტეროიდი აპოლოს ჯგუფიდან, რომელიც თანდათანობით უახლოვდება დედამიწას. მისი ორბიტა მერყეობს იუპიტერის 3:1 და დედამიწის 1:4 ორბიტალურ რეზონანსებს შორის.

მისი ორბიტის დაბალი დახრილობის (0.47°) და გარემოქცევის მოკლე პერიოდის გამო (დაახლოებით 4 წელი), ტაუტატისი ხშირად უახლოვდება დედამიწას, ხოლო მინიმალური შესაძლო მიახლოების მანძილი ამ მომენტში არის 0.006 ა. ე. (2,3-ჯერ მეტი მანძილი მთვარემდე). 2004 წლის 29 სექტემბერს მიახლოება განსაკუთრებით ძლიერი იყო, როდესაც ასტეროიდა დედამიწიდან გაიარა 0.0104 ა. ე. (მთვარის ორბიტის 4 რადიუსი), რაც იძლევა დაკვირვების კარგ შესაძლებლობას - ასტეროიდის მაქსიმალური სიკაშკაშე იყო 8.9 ვარსკვლავიერი სიდიდე.

ტაუტატისის ბრუნვა შედგება ორი განსხვავებული პერიოდული მოძრაობისგან, რაც მის მოძრაობას ქაოტურს ხდის.

ტაუტატისი პირველად აღმოაჩინეს 1934 წლის 10 თებერვალს და შემდეგ დაიკარგა. შემდეგ მას მიენიჭა აღნიშვნა 1934 CT. ასტეროიდი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დაკარგული იყო, სანამ ის ხელახლა აღმოაჩინა 1989 წლის 4 იანვარს კრისტიან პოლამ. ასტეროიდს კელტური ღმერთის ტეუტატეს სახელი ეწოდა.

რადარის კვლევებმა აჩვენა, რომ ტაუტატის აქვს არასწორი ფორმა და შედგება ორი „ნაწილისაგან“, რომელთა ზომებია შესაბამისად 4.6 კმ და 2.4 კმ. არსებობს ვარაუდი, რომ ტაუტატისი წარმოიქმნა ორი ცალკეული სხეულისგან, რომლებიც რაღაც მომენტში „შეერწყნენ“, რის შედეგადაც ასტეროიდი შეიძლება შევადაროთ „ქვების გროვას“.

გოლდსტოუნის ობსერვატორიის დახმარებით ასტრონომებმა ასტეროიდ ტაუტატისის გამოსახულება მიიღეს, რომელმაც 2012 წლის 12 დეკემბერს დედამიწასთან ახლოს გაიარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]