ჰუსეინ ჰასან ზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰუსეინ ჰასან ზადე (დ. 1869, ტფილისი — გ. 1948) — საქართველოშ მოღვაწე აზერბაიჯანელი პედაგოგი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად თბილისში ხარპურის სკოლაში. აზერბაიჯანელ მოსახლეობაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თუმცა არ წარმოადგენდა არც ერთ პარტიას. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]