ჰუსეინგულუ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინგულუ ალიევი
დაიბადა 3 თებერვალი, 1949(1949-02-03) (75 წლის)
დაბადების ადგილი ბისთი

ჰუსეინგულუ ალი ოღლუ ალიევი (აზერ. Hüseynqulu Əli oğlu Əliyev დ. 3 თებერვალი, 1949, ბისტი, ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — აზერბაიჯანელი მხატვარი და მოქანდაკე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2002).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინგულუ ალიევი დაიბადა 1949 წლის 3 თებერვალს ორდუბადის რაიონის სოფელ ბისტში. 1971-1975 წლებში სწავლობდა ბაქოს აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლაში, 1977-1982 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის მ.ა. ალიევის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებაში. 1982-1988 წლებში მუშაობდა ნახიჩევანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში. 1988 წლიდან მუშაობს ნახიჩევანის ჯალილ მამედ-ყულიზადეს სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მთავარ მხატვრად. ამჟამად არის ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე.

1986 წლიდან არის აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი. 1988 წელს მიენიჭა საპატიო წოდებები „ნახიჩევანის სსრ დამსახურებული არტისტი“, 1999 წლის 9 ოქტომბერს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული ხელოვნების მომღვაწე“ და 2002 წლის 30 მაისს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი“.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]