ხუან სიანფანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუან სიანფანი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუან სიანფანი
დაბ. თარიღი 13 ნოემბერი, 1899
დაბ. ადგილი გუანსი, ჩინეთი
გარდ. თარიღი 18 იანვარი, 1982
გარდ. ადგილი გუილინ, გუანსი
საქმიანობა ეთნოგრაფი, ნაციონალისტი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი, პროფესორი
ეროვნება ჩინელი
თემატიკა ანთროპოლოგია, ისტორიოგრაფია


ხუან სიანფანი(გამარტივებულად 黄现璠; ტრადიციულად 黄現璠; პინ-ინზე: Huáng Xiànfán) (დ. 13 ნოემბერი, 1899 — გ. 18 იანვარი, 1982) — ჩინელი ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ისტორიკოსი და ანთროპოლოგი. ჩინელებისა და ჯუანების (壮族) კლასიკური ისტორიის მკვლევარი, ლინგვისტი. ჯუანის ანთროპოლოგიის მამა (壮族人类学之父). მეოცე საუკუნის ანთროპოლოგიის ჩინელი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი ღირსშესანიშნავი ნაშრომია „ჯუანების მოკლე ისტორია“ (Brief History of the Zhuang) და „ჯუანების ზოგადი ისტორია“ (General History of the Zhuang)

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ხუან სიანფანი დაიბადა 1893 წლის 13 ნოემბერს, სოფელ ფუსუიში, პროვინცია გუანსიში. 1921 წელს დაამთავრა ფუსუის კლასიკური გიმნაზია. 1922—1925 წლებში ისტორიოგრაფია, ლინგვისტიკა და მეცნიერებ ენებს სწავლობს დუბლინის მესამე მასწავლებელი კოლეჯში. 1926 წელს ჩაირიცხა პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1932 წელს მან დაამთავრა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ძველი ჩინელი ისტორიის განხრით და დაიცვა მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. იმავე წელს ჩაირიცხა პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტში და 1935 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

1935 წელს იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა სასწავლებლად და ტოკიოს იმპერიულ უნივერსიტეტში (ტოკიოს უნივერსიტეტი) აღმოსავლეთის ისტორია და იაპონელი ისტორია ისწავლა. 1937 წლის ნოემბერში ჩინეთსა და იაპონიას შორის დაწყებული ომის გამო დაბრუნდა ჩინეთში. მა ჯუვუმ (马君武) იგი დაპატიჟა გუანსის უნივერსიტეტში. 1938—40 წლებში ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, შემდეგ ასოცირებული პროფესორი იყო.

1941 წელს კი იგი გუანჯოუში ჯონშანის უნივერსიტეტში (Sun Yat-sen University) ასწავლიდა. 1942 წელს გუილინის მასწავლებელთა სკოლაში გადავიდა და იმავე წელს დამატებით გუანსის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა. 1943 წელს იგი კვლავ დაპატიჟეს გუანსის უნივერსიტეტში. 1949 წელს ამ უნივერსიტეტში ჩინური ლიტერატრურის კათედრის გამგე იყო და 1950 წელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსი.

1982 წლის 18 იანვარს იგი გარდაიცვალა.

ხუან სიანფანი ჯუანების სკოლის დამაარსებელი და ჯუანების კლასიკური ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

მნიშვნელოვანი შრომები[რედაქტირება]

  • ჩინეთის მოკლე ისტორიის (1932-1934)
  • უცხოური ისტორია მაღალი სკოლისთვის (1933)
  • გლეხთა ცხოვრება იუანის დინასტიაში (1934)
  • ტანის დინასტიის საზოგადოებრივი ისტორია (1936)
  • სტუდენტების მოძრაობა სუნის დინასტიაში (1936)
  • კულტურული ისტორია ჩინეთში (1943)
  • ლექცია ჩინეთის ისტორიაზე (1945)
  • ჯუანების მოკლე ისტორია (1957)
  • ჩინეთის ისტორიული კოლექცია (1962)
  • ნონ ჯიგაო (侬智高) (1983)
  • ჯუანების ზოგადი ისტორია (1988)
  • ხუან სიანფანის აკადემიური კოლექცია (2004)
  • ვეი ბაცუნის ბიოგრაფია (韦拔群评传) (2008)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]