ჩინური დამწერლობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
漢字 / 汉字 ჩინური სიმბოლო ჰანზიში, კანჯი, ჰანჯა, ჰან ტუ, წითლად გამარტივებული იეროგლიფებია
ჩინური დამწერლობა
ტიპი: ლოგოგრაფული
ენები: ჩინური ენა, იაპონური ენა, იშვიათად კორეული ენა, უწინ ვიეტნამური ენა
დროის პერიოდი: ძვ. წ. 1200 - დღემდე
წარმოებული დამწერლობები: გამარტივებული ჩინური დამწერლობა, კანჯი, ჰანჯა

ჩინური დამწერლობა (ტრად. 漢字, გამარტ. 汉字, ფინ-ინზე Hànzì) — ლოგოგრამული დამწერლობა. დამწერლობა ეს ტიპი გამოიყენება არამარტო ჩინურში, არამედ ნაწილობრივ იაპონურსა და კორეულშიც. წინათ მას ვიეტნამურ ენაშიც გამოიყენებდნენ.

ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა 3200 წლის წინ და სავარაუდოდ, დღესდღეობით არსებული და დღემდე შემორჩენილი დამწერლობებიდან უძველესია. მიუხედავად ამისა, ამ 3200 წლის მანძილზე ჩინურმა დამწერლობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ენათმეცნიერებსა და არქეოლოგებს ძალ-უდევთ.

ჩინეთში აღმოჩენილი დამწერლობის უძველესი ნიმუშები, რომლებიც კუს ჯავშანზეა შესრულებული, დაახლოებით ძვ. წ. VIII ათასწლეულს განეკუთვნება. ეს წარწერები წარმოადგენს დამწერლობის უუძველეს ნიმუშებს საერთოდ, თუმცა მათი გაშიფვრა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. ასევე უცნობია მათი კავშირი ჩინურ დამწერლობასთან[1].

ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითოეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც.

ჩინურ სიმბოლოთა 4% არის პიქტოგრამებიდან წარმოებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე იეროგლიფებსა და პიქტოგრამებს შორის კავშირის შემჩნევა არც ისე ადვილია. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდენიმე მარტივი იეროგლიფისგან.

დიდ ლექსიკონებში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ 3000-4000 იეროგლიფი იცის.

ტრადიციულად თითო იეროგლიფი აღნიშნავს თითო მარცვალს, ხოლო ბევრი ჩინური სიტყვა შედგენა ერთზე მეტი მარცვლისგან, რომელთა დასაწერად გამოიყენება ერთზე მეტი იეროგლიფი. ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტებში იეროგლიფის წარმოთმა განსხვავდება, მაგრამ მნიშვნელობა და დაწერის სახე ერთიანია ყველასთვის. ამის გარდა ბევრი სიმბოლო გადასულია იაპონურ და კორეულ ენებში, სადაც უკვე სულ სხვა მნიშვნელობა და გამოთმა აქვს შეძენილი.

კონტინენტურ ჩინეთში გამოიყენება 1956 წლიდან გამარტივებული დამწერლობა, ხოლო ტაივანზე და ჰონგკონგში ტრადიციული ჩინური დამწერლობა. გამარტივებული ჩინური ასევე გადაიღეს სინგაპურშიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]