ჰორაციუსთა ფიცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰორაციების ფიცი

ჰორაციების ფიცი (French: Le Serment des Horaces) — 1784 წელს ჟაკ-ლუი დავიდის მიერ შექმნილი ნახატი, რომლის შესასრულებლად იგი საგანგებოდ ჩავიდა რომში და თავისი შედევრი პირველად იქნა გამოფენილი. მომდევნო წელს „ჰორაციუსების ფიცი“ უკვე პარიზელებმა ნახეს. ტილოზე ძველი რომის რესპუბლიკის დამცველი სამი ძმა ჰორაციუსია გამოსახული. ფიგურები სამი თაღის ჩაბრუნებულად, მუქ ფონზეა გამოსახული, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, სურათის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ცეცხლისფერმოსასხამიანი მამა ჰორაციუსი. მას ხელთ უპყრია სამი მახვილი, რომლებიც რომის რესპუბლიკის მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად გულანთებულ სამ შვილს უნდა გადასცეს. ვაჟებს მამისკენ ერთსულოვნად გადაუდგამთ გაბედული ნაბიჯი და მახვილებისაკენ მტკიცედ შეუმართავთ ხელი. მეომრების ვაჟკაცურ თავგანწირვას მამა ჰორაციუსის უკან მსხდომი ქალების მწუხარება უპირისპირდება.

„ჰორაციუსთა ფიციში“, ასახულია მოქალაქეობრივი ღირსება, რესპუბლიკური იდეალები და სამშობლოს დასაცავად სიცოცხლის გაწირვის მოწოდება.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: