ჰიულეტ-პაკარდი
ვიკიპედიიდან
| Hewlett-Packard Company ჰიულეტ-პაკარდი კომპანია |
|
|---|---|
| ტიპი: | კომუნალური |
| დაფუძნდა: | პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ (1939) |
| მდებარეობა: | პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ |
| წამყვანი: | ბილ ჰიულეტი - დამაარსებელი დევიდ პაკარდი - დამაარსებელი მარკ. ვ. ჰურდი - თავმჯდომარე და პრეზიდენტი მაიკლ ჰოლსტონი - გენერალური მრჩეველი |
| პროდუქცია: | კომპიუტერები კომპიუტერის აქსესუარები კომპიუტერული პროგრამები ციფრული ფოტოკამერები და სხვ. |
| ბრუნვა: | $ 104.3 მილიარდი |
| სუფთა მოგება: | $ 7.3 მილიარდი |
| თანამშრომელი: | 156,000 (2007) |
| ვებგვერდი: | www.hp.com www.hpshopping.com www.Compaq.com www.voodooPC.com www.Snapfish.com www.lightscribe.com |
ჰიულეტ-პაკარდი (The Hewlett-Packard Company) ან უბრალოდ HP, არის ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე.
HP-ს წლიურ შემოსავალმა 2006 წელს 91.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2007 წელს, ეს რიცხვი 104 მილიარდამდე გაიზარდა.
HP არის მსოფლიოში პირველი კომპანია კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] კომპანიის ისტორია
[რედაქტირება] დაარსება
ვილიამ (ბილ) ჰიულეტმა და დევიდ (დეივ) პაკარდმა ერთად დაამთავრეს ელექტრონული საინჟინრო-სამშენებლო ტექნიკის უნივერსიტეტი 1934 წელს. კომპანიამ დაარსება დაიწყო პალო-ალტოსთან მდებარა პატარა ავტოფარეხში
პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა და კომპანია დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს, 538 აშშ დოლარის დაბანდებით [1]. ჰიულეტი და პაკარდი მონეტას ისროდნენ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი სახელი დაერქმიათ კომპანიისთვის: ჰიულეტ-პაკარდი თუ პაკარდ-ჰიულეტი. პაკარდმა მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მათ თავიანთ ელექტრონულ საწარმოს ”ჰიულეტ-პაკარდი კომპანია” დაარქვეს.
HP გაერთიანდა 1947 წლის 8 აგვისტოს, და საზოგადოებაში გავიდა 1957 წლის 6 ნოემბერს.
თავდაპირველად ისინი ბევრ პროექტზე მუშაობდნენ. მათი პირველი ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქცია იყო აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ თითოეული 71.50 აშშ დოლარად.
[რედაქტირება] კომპანიის წარმატებები
1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს კომპანია გაერთიანდა კომპანია კომპაკთან (Compaq), რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
[რედაქტირება] წარმოებული პროდუქცია
- შავ–თეთრი ლაზერული პრინტერები – HP LaserJet
- ფერადი ლაზერული პრინტერები – HP Color LaserJet
- ფერადი ჭავლური პრინტერები HP DeskJet და HP Photosmart
- მრავალფუნქციონალური მოწყობილობები – HP OfficeJet და HP PSC
- HP ScanJet
ციფრული კამერები
- HP Photosmart
პორტატული ჯიბის კომპიუტერები
- HP iPAQ
- HP Lx
- HP Jornada
- HP OmniGo
- HP Pavilion
- Compaq Presario
- HP Compaq nx
- HP Compaq nc
- HP Compaq nw
- HP Pavilion
- HP Kayak
- HP Vectra
- HP Brio
- HP Compaq
- HP Workstation
- HP ProLiant ML
- HP ProLiant DL
- HP ProLiant BL
- HP 9000
- HP AlphaServer
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
შეცდომა ციტირებაში <ref> tags exist, but no <references/> tag was found; $2


