ჰალმაჰერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალმაჰერის ტოპოგრაფიული რუკა

ჰალმაჰერა — უდიდესი კუნძული მოლუკის არქიპელაგში. ეს ტერიტორია შედის ჩრდილოეთის მოლუკის პროვინციაში, ინდონეზია.

ჰალმაჰერას ფართობი შეადგენს 17,780 კმ² (6,865 კვ.მი), ხოლო მოსახლეობა 1995 წლის მონაცემებით 162,728 ადამიანს. კუნძული მოქცეულია ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში, ყოველწლიური საშუალო ტემპერატურა შეადგენს 25-28 °C. ნალექების რაოდენეობა საშუალოდ აქ 2000-3000 მმ-ს შეადგენს. კუნძულის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყებს უკავია, აქ მრავლადაა ქოქოსის პლანტაციები, ქოქოსი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. აქ არის ოქროს, ნიკელის და კობალტის საბადოები. მოსახლეობის უმრავლესობა აღმსარებლობის მიხედვით მუსლიმანია, თუმცა აქ აგრეთვე ცხოვრობენ ქრისტიანებიც.

ეს ტერიტორია შედიოდა ჰოლანდიის იმპერიიაში რიგითი კოლონიის სტატუსით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს ადგილი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ.

ინტერენეტ რესურსები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: