ჰაიდინგერის ეფექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიდინგერის ეფექტი

ჰაიდინგერის ეფექტი, ჰაიდინგერის ფენომენი — ადამიანის თვალის ფსკერის ყვითელი ხალისათვის დამახასიათებელი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია პოლარიზებული სინათლის აღქმასთან.

ავსტრიელმა მინერალოგმა ვილჰელმ ჰაიდინგერმა 1844 წელს აღმოაჩინა, რომ ადამიანის შეუიარაღებელ თვალს შეუძია განასხვაოს პოლარიზებული სინათლე არაპოლარიზებულისაგან. თუ დამკვირვებელი წრფივად პოლარიზებული თეთრი სინათლით განათებულ ერთგვაროვან ველს უცქერის, იგი მოცისფრო ფონზე ხედავს მკრთალყვითელ პროპელერისმაგვარ ფიგურას, ე. წ. ჰაიდენგერის ფიგურას. ჰაიდენგერის ეფექტს იყენებენ ოფთალმოლოგიაში თვალის ბადურისა და სხვა არეების დაავადებათა დიფერენცირებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]