ჰაზალ სუბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაზალ სუბაში
მშობლიური სახელი Hazal Subaşı
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1996 (1996-10-01) (27 წლის)
იზმირი, თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება იზმირის ეკონომიკის უნივერისტეტი
პროფესია მოდელი
მსახიობი
აქტიური 2015 წლიდან
სიმაღლე 166 სმ.
რელიგია ისლამი
პარტნიორ(ებ)ი ერქან მერიჩი

ჰაზალ სუბაში (დ. 1 ოქტომბერი, 1996, იზმირი, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1996 წლის 1 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ იზმირში. ჰაზალ სუბაში ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, როგორც ყველა მშვენიერი და ლამაზი გოგონა, მოდელობაზე ოცნებობდა. გარშემომყოფები დაუფარავად საუბრობდნენ ჰაზალ სუბაშის განსაკუთრებული სილამაზის შესახებ, რაც მისთვის ერთგვარი ბიძგი გახდა სამოდელო ბიზნესში ბედის საცდელად.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაზალ სუბაში ბრწყინვალედ სწავლობდა სკოლაში. არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე, როგორც მომავალ პროფესიაზე. თუმცა ყოველთვის სურდა — ცნობადი სახე გამხდარიყო. ჰაზალ სუბაშს უფრო პრაქტიკული, ცხოვრებისეული პროფესიები იტაცებდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა იზმირის ეკონომიკის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამირების ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

სამოდელო და სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს ჰაზალ სუბაშმა ეროვნული კონკურსის — "მის თურქეთი" შესარჩევი ტური გაიარა და ფინალში გავიდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და "ვიცე-მის თურქეთის" ტიტულიც მოიპოვა. სილამაზის კონკურსზე მიღწეული წარმატების შემდეგ, გოგონა იზმირიდან სტამბოლში გადავიდა.

ამ მომენტიდან, მისი კარიერა წინ წავიდა. ჰაზალ სუბაშს ზეჰრას როლი ცნობილ სერიალში "ტყუილი". ეს მისთვის, როგორც ამბობს: "სრულიად მოულოდნელი" რამ იყო. როლის ბრწყინვალედ განსახიერებამ ჰაზალ სუბაშს მსოფლიო მნიშვნელობის აღიარება მოუტანა.

ყოველგვარი სამსახიობო განათლების მიღების გარეშე, გოგონა ძალიან პოპულარული გახდა თურქულ კინემატოგრაფიაში, ხშირად იწვევენ სხვადასხვა პროექტებსა და სატელევიზიო ფორმატებში, ჟურნალისტები სიამოვნებით იღებენ მისგან ინტერვიუს. ჰაზალ სუბაში გამორჩეულ სილამაზესთან ერთად, ძალიან თავაზიანი და გახსნილად მოსაუბრე რესპოდენტია.

თავისი უბრალოებითა და პოზიტიური აურის წყალობით, ჰაზალ სუბაშმა, თაყვანიცმცემელთა დიდი არმია გაიჩინა მსოფლიო მასშტაბით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]