ჯუჯა რექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუჯა რექსი — მოკლებალნიანი ბოცვრის ჯიში. გამოყვანილია ჩვეულებრივი რექსის შემდეგ. 2000 წლის დეკემბერში ავსტრიის ქალაქ ველსში წარმოადგინეს ჯუჯა რექსი სამი სხვადასხვა შეფერილობით: კასტორი (თახვის ტყავის ფერი), შავი და რენი (თეთრ ფონზე ქაოსურადაა განლაგებული რუხი ან შავი ლაქები). ბოცვრის მასა 1,5 კგ-ს არ აღემატება. ჰყავთ მხოლოდ როგორც სახლის შინაური ცხოველი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Сизова, О. А.; Шумилина, Н. Н.. Рексы ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-04. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2022