შინაარსზე გადასვლა

ჯონ ბონემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ბონემი

ჯონ ბონემი ლედ ზეპელინის 1975 წლის ტურნეს დროს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ ჰენრი ბონემი
აგრეთვე ცნობილი როგორც ბონზო, მხეცი
დაბ. თარიღი 1948 მაისი, 31
რედიჩი, უორსტერშირი, ინგლისი
დაბ. ადგილი Redditch
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1980 (32 წლის)
უინდზორი, ინგლისი
გარდ. ადგილი Windsor
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზ-როკი, ფოლკ როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ვოკალი
აქტიური 1962–1980
ლეიბლ(ებ)ი Atlantic, Swan Song
საიტი www.ledzeppelin.com
ჯონ ბონემი ვიკისაწყობში

ჯონ ჰენრი „ბონზო“ ბონემი (ინგლ. John Henry Bonzo Bonham) იყო ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ ლედ ზეპელინის წევრი. იგი დაიბადა 1948 წლის 31 მაისს, ინგლისში. ბავშვობიდან მას უყვარდა სამზარეულოში ტაფებზე ქვების ბრახუნი. როდესაც ჯონი 10 წლის გახდა, მამამ პირველი დასარტყმელი საკრავი უყიდა. 18 წლის ის უკვე პროფესიონალი მედოლე იყო, ამ პერიოდში მან თავის ცხოვრება დაუკავშირა იმ ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა.

ჯონი ტრაგიკულად დაიღუპა 1980 წლის 25 სექტემბერს. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვა ჯონ პოლ ჯოუნსმა.

ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა. სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა.

ბონემის დაღუპვა იქცა ლედ ზეპელინის დაშლის მთავარ მიზეზად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]