ჯიმლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიმლა
2010-10-16 Marasmius oreades (Bolton) Fr 112276.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
სახეობა: ჯიმლა
ლათინური სახელი
Marasmius oreades

ჯიმლა, წკრიალა სოკო (ლათ. Marasmius oreades) — ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 2-6 სმ; ნორჩი ზარისებრია, შემდეგ კი გაშლილი, შუაში ბორცვაკი აქვს, კიდეები — დაღარული, ფერად მოყვითალო-ყავისფერია; ქვედა მხარეს მეჩხრად განლაგებული სქელი ფირფიტები აქვს. ფეხი ქუდის ფერია, ხავერდოვანი. რბილობს სასიამოვნო სუნი აქვს. იზრდება ტყის პირებზე, მინდორში, მდელოზე; ხშირად ქმნის „ქაჯის რგოლს“. საჭმელად იხმარება ახალი (შემწვარი) და გამხმარი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯიმლა&oldid=2637682“-დან