ჯენ ჩენგუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Portrait of Koxinga.jpg

ჯენ ჩენგუნი, კოქსინგა (დ. 1624 — გ. 1662) — ჩინელი მხედართმთავარი, ვაჭარი. 1646 წლიდან მონაწილეობდა მანჯურიული დინასტიის ცინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ამ დროისათვის თავისი ძალაუფლება თითქმის მთელ ჩინეთზე გაავრცელა. ჯენ ჩენგუნი გამაგრდა ზღვის სანაპიროზე ფუძიანის, გუანდუნის და ჯეძიანის პროვინციების რაიონში, მანჯურიელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა, მაგრამ 1659 წელს დამარცხდა ნანკინთან. 1661-1662 წლებში კუნძულ ტაივანიდან განდევნა ჰოლანდიელი კოლონიზატორები და გადააქცია იგი ცინების წინააღმდეგ ბრძოლის ბაზად. ჯენ ჩენგუნის ვაჟი და შვილიშვილი განაგებდნენ ტაივანს 1683 წლამდე, სანამ კუნძულს ცინის ჯარები მიიტაცებდნენ.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]