ჯასთისი (ფრანგული ჯგუფი)
| ჯასთისი | ||
|---|---|---|
გასპარ ოჟე (Gaspard Augé) (მარცხნივ) და ქსავიერ დე როსნე (Xavier de Rosnay)
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | პარიზი, საფრანგეთი | |
| ჟანრ(ებ)ი | ელექტრო ჰაუზი, დენს-პანკი | |
| აქტიური | 2003—დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Ed Banger | |
| საიტი | ჯასთისი MySpace-ზე | |
| წევრები | ||
| გასპარ ოჟე ქსავიერ დე როსნე |
||
ჯასთისი (Justice ჯგუფის სახელის გამოთქმაა [dʒʌstɪs], მხოლოდ ფრანგულ ენოვან მასმედიებში მოიხსენებენ როგორც [ʒys'tis], სიტყვის ეტიმოლოგია: (ინგ./ფრნ.) justice - სამართლიანობა; მართლმსაჯულება < (ძვ.ფრნ.) justice [ʒys'tis] < (ლათ.) iustitia [ius'titsia] < (ლათ.) iustus [iustus] - მოწესრიგებული; სამართლიანი; სწორი ) არის ფრანგული ფრენჩ-თაჩი (French Touch) დუეტი, რომელშიც შედიან გასპარ ოჟე (Gaspard Augé) (დ. 21 მაისი, 1979) და ქსავიერ დე როსნე (Xavier de Rosnay) (დ. 2 ივლისი, 1982). დუეტი ედ ბანგერ რექორდსის (Ed Banger Records) ლეიბლზე ყველაზე წარმატებული ჯგუფია და მათი მენეჯერი ლეიბლის ხელმძღვანელი — პედრო უინთერია (Pedro Winter). მათი სიმბოლოა ლათინური ჯვარი (†), რომელიც მათი ყოველი შოუს დროს როგორც დიდი, მნათები ინსტალაცია სცენას ანათებს.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დუეტი პარიზიდან ჩამოყალიბდა 2003 წელს და დაიწყო თავიანთ პატარა სტუდიაში რამოდენიმე ტრეკის ჩაწერა. როდესაც ჯგუფმა სიმიან რემიქს კონტესტი სიმღერა ნევერ ბი ელოუნის (Never Be Alone) შესახებ გაიგო, გადაწყვიტა ამ ორიგინალური სიმღერისთვის რემიქსის შექმნა. სამწუხაროდ მათი შედეგი არ მოეწონა ჯგუფ სიმიანს (Simian) და ჯასთისმა წააგო - საბედნიეროდ, როგორც ბოლოს შეამჩნიეს, რადგან პედრო უინთერისთვის ისინი გამარჯვებულები იყვნენ. ის ისე იყო აღფრთოვანებული ჯასთისის რემიქსით, რომ თვითონ ხელი მოაწერა სიმღერას და თავის ლეიბლზე ედ ბანგერ რექორდსი გამოუშვა. მოგვიანებით დიჯეიები, როგორიც არიან ეროლ ალკანი (Erol Alkan), თიგა (Tiga), თუ მენი დიჯეისი (2 Many DJ's), ივან სმაგე (Ivan Smagghe), მის ქითინი (Miss Kittin) და ა.შ., უკრავდენ ჯასთისის რემიქს ნევერ ბი ელოუნი (Never Be Alone) ევროპის თითქმის ყველა დისკოში.
მოგვიანებით დიჯეი ჰელმა (DJ Hell) ხელი მოაწერა ჯასთისის თრექს და თავის ლეიბლზე ჯიგოლო რექორდსი (GIGOLO RECORDS) მიუნხენში გამოუშვა. დიჯეი ჰელის და მისი ლეიბლის დახმარებით ჯასთისის რემიქსი სიმღერის ნევერ ბი ელოუნი (Never Be Alone) იქცევა 2004/2005 წლის ქლაბ ჰიტად.
ამ წარმატების შემდეგ ჯასთისი იღებს შეკვეთას რემიქსებისთვის ისეთი ცნობილი ჯგუფებისა და მომღერლებისაგან, როგორიც არიან ნერდი (NERD), ბრიტნი სპირსი (Britney Spears), დეფტ პანკი (Daft Punk), ფეტბოი სლიმი (Fatboy Slim), ფრანც ფერდინანდი (Farnz Ferdinand) და სხვ.
2005 წელს გამოდის მათი პირველი ნამუშევარი სახელად უოტერს ოფ ნაზარეთი (Waters of Nazareth), რომელიც დიდ წარმატებას პოულობს თავისი ენერგიული რითმით და ფხაკუნა ხმით, რომელიც მელოდიურადაა გადმოცემული. 2006 წელს მოსდევს მეორე თრეკი სახელად ფანტომი 1-ელი ნაწილი (Phantom Pt. I), რომელიც შეიცავს სემპლს იტალიური ჯგუფის გობლინის (Goblin) სიმღერიდან "ტენებრი" (Tenebrae).
2007 წელს ჯასთისმა გამოუშვა თავიანთი პირველი ალბომი, რომლის სათაურია "†".
დისკოგრაფია [რედაქტირება]
ალბომები [რედაქტირება]
- † (2007, ედ ბანგერ რექორდსი)
სინგლები და 12″ [რედაქტირება]
- Never Be Alone (12″) (2004, International Deejay Gigolo Records)
- Waters Of Nazareth (12") (2005, Ed Banger Records)
- Waters Of Nazareth (Part 2) (2006, Ed Banger Records)
- Phantom (12") (2006, Ed Banger Records)
- We Are Your Friends (12") (2006, Ten Records)
- Phantom Pt. I (12") (2007, Ed Banger Records)
- D.A.N.C.E. (12") (2007, Ed Banger Records)
რემიქსები [რედაქტირება]
| Year | Artist | Title |
|---|---|---|
| 2003 | Vicarious Bliss | "Theme from Vicarious Bliss" |
| 2003 | Gambit | "Steamulation" |
| 2004 | N*E*R*D | "She Wants to Move" |
| 2004 | Scenario Rock | "Skitzo Dancer" |
| 2005 | Britney Spears | "Me Against the Music" |
| 2005 | Death from Above 1979 | "Blood On Our Hands" |
| 2005 | Fatboy Slim | "Don't Let the Man Get You Down" |
| 2005 | Daft Punk | "Human After All" |
| 2005 | Soulwax | "NY Excuse" |
| 2005 | Mystery Jets | "You Can't Fool Me Dennis" |
| 2006 | Franz Ferdinand | "The Fallen" |
| 2006 | Mr. Oizo | "Nazis" |
| 2006 | Justice | "Waters of Nazareth" |
| 2007 | Justin Timberlake | "LoveStoned" |
| 2007 | Justice | "D.A.N.C.E." |
| 2007 | ZZT | "Lower State of Consciousness" |
| 2007 | Klaxons | "As Above, So Below" |
| 2007 | Metallica | "Master Of Puppets" |
ვიდეოგრაფია [რედაქტირება]
- Justice vs. Simian - We Are Your Friends (რეჟისორი ჟერემი როზანი)
- Justice - D.A.N.C.E (რეჟისორი ჟონა, ფრანსუა და სოუ მი (So-Me))
- Justice - DVNO (რეჟისორი სოუ მი (So-Me) და მაშინ მოლი)
- Justice - Stress (რეჟისორი რომან გავრა (Romain Gavras))
სხვა ნამუშევრები [რედაქტირება]
სიმღერა D.A.N.C.E. გამოყენებულია მხატვრული ფილმის "27 Dresses" საუნდტრექად. საუნდთრექად აგრეთვე გამოყენებულია სიმღერა "DVNO" კომპიუტერულ თამაშზე ადაპტირებულ მხატვრულ ფილმში "Hitman" (2007).
დაჯილდოებები [რედაქტირება]
- MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება (კოპენჰაგენი, დანია) (2006)
- საუკეთესო მუსიკალური ვიდეო: ჯასთისი vs. Simian, "We Are Your Friends"
- MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება (მიუნხენი, გერმანია) (2007)
- ვიდეო-ვარსკვლავი: ჯასთისი, მუსიკალური ვიდეო "D.A.N.C.E"
სტატიის