ჯაგლაგა ფავლენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაგლაგა ფავლენიშვილი — XVII საუკუნის ქართველი პოეტი, რომლის ნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მეფე-პოეტი არჩილი მას მდარე მელექსედ მიიჩნევს („ჯაგლაგა ფავლენიშვილსა არვინ ათხოვებს ყურსაო“). ბიოგრაფია უცნობია. გიორგი ლეონიძის ვარაუდით, ჯაგლაგა იგივე როინ თმოგველის ძე ფავლენიშვილია, რომელიც მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში (ჩანს 1688-1719).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]