ხცისის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხცისის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალუტეტის სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, ადგილ ხარვებში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარის მიდამოებში შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები; იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]