ხუჭუჭა თუთიყუში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუჭუჭა
მამრი ხუჭუჭა
მამრი ხუჭუჭა თუთიყუში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: თუთიყუშისნაირნი
სახეობა: ხუჭუჭა თუთიყუში
ლათინური სახელი
Melopsittacus undulatus
დაცვის სტატუსი
თუთიყუშის გავრცელების არეალი ბუნებაში
Budgerigar map.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 177597
NCBI 13146

ხუჭუჭა თუთიყუში (ლათ. Melopsittacus undulatus) (ან ტალღისებრი თუთიყუში) — ავსტრალიური წარმოშობის თუთიყუშისნაირთა რიგის ფრინველი. მისი ბუნებრივი შეფერილობაა მწვანე და ყვითელი, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად, დღეს უამრავი ფერის არსებობს.

ლათინური სახელწოდება[რედაქტირება]

ხუჭუჭა თუთიყუშის ლათინური სახელწოდება Melopsittacus undulatus მოდის ბერძნული „melos“ — „სიმღერა“, „psittacos“ — „თუთიყუში“ და ლათინური „undulatus“ — „ტალღოვანი“. სახელწოდების ზუსტი თარგმანი ჟღერს, როგორც: „მომღერალი ტალღისებრი თუთიყუში“.

გარეგნობა[რედაქტირება]

ხუჭუჭა თუთიყუშის სხეულის სიგრძეა 17—19,8 სმ (იშვიათად 21-22 სმ), ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ, კუდის — 8—10 სმ; წონა 40—45 გრამი. კუდის დახმარებით ის უფრო დიდი წარმოჩდება.

ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს. ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი. თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, მუქი ხუჭუჭა ზოლებით დაფარული (საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება „ხუჭუჭა“). ფრთებზე ზოლები უფრო მკვეთრი შავი ხდება.

ტალღოვანი თუთიყუშები
ნისკარტი[რედაქტირება]

ბარტყებს ნისკარტი შავი აქვთ, ხოლო ზრდასრულებს მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგადაა გამოკვეთილი, რითაც ფრინველის სქესი დგინდება. მამალ ბარტყს იასამნისფერი აქვს დედალს — თეთრში გარდამავალი, ძალიან ღია ცისფერი, ან ძალიან ღია ვარდისფერი. მოზრდილ ასაკში მამრს ნისკარტის ფუძე ცისფერი, ხოლო მდედრს ყავისფერი უხდება.

თვალები[რედაქტირება]

თუთიყუშის თვალი მუქი ლურჯია, გარშემო სარტყელი კი ყვითელი ან თეთრი ფერის. ხუჭუჭა თუთიყუშებს ფერების გარჩევის უნარი გააჩნიათ, ასევე, როგორც უმეტესობა ფრინველს ახასიათებთ „მონოკულარული მხედველობა“, ანუ თვალები ისე აქვთ განლაგებული, რომ არ ხდება მხედველობის კუთხის გადაფარვა, თანხვედრა. თავის სწრაფი ბრუნვით, ფაქტიურად 360°–ით ახერხებს კონტროლს გარემოზე.

ფრთები[რედაქტირება]

ხუჭუჭას ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ–ია. გადაადგილებისას ან ხის ტოტზე ჯდომისას ფრთები უმოქმედო მდგომარეობაშია და მათ მხოლოდ ფრენისას შლიან.

ფეხები[რედაქტირება]

ფეხები მონაცრისფრო–მოლურჯო შეფერილობის აქვთ, რომლებიც ძალიან ძლიერი და მტკიცეა. თითოეულზე ოთხი გრძელი, ნამგალისებრი და საკმაოდ ბასრი ბრჭყალი აქვთ, რომლებიც მუქი ლურჯი ან შავი ფერისაა.

ოთხი თითიდან ორი უკანაა მიმართული, ორიც წინ. ასეთი განლაგებით თუთიყუშს მარტივად შეუძლია გადაადგილდეს მიწაზე, კომფორტულად მოთავსდეს ხის ტოტზე, ასევე აქვს უნარი, სხვადასხვა საგანი გადაადგილოს ერთი ადგილიდან მეორეზე.

ხუჭუჭას ვარიაციები[რედაქტირება]

ფრინველების მოყვარულთა მიერ გამოყვანილია სხვადასხვა შეფერილობის ვარიაციები. მათ შორის მთლიანად თეთრებიც.

რეკორდსმენი „პაკი“[რედაქტირება]

ხუჭუჭა თუთიყუში სახელად „პაკი“ გინესის გინესის რეკორდების წიგნში იმიტომ შეიტანეს, რომ ფრინველთა სამყაროში ყველაზე მეტი სიტყვის სწავლა მოახერხა. მისი ლექსიკონი 1728 სიტყვას მოიცავდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]