ხუმარა (შემსრულებელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუმარა.

ხუმარა (ხუმარი) — ქართველი მოყვარული ან პროფესიონალი სახალხო შემსრულებელი, რომლის სატირულ-იუმორისტული ხასიათის რეპერტუარი მცირე ფორმის ჟანრებისაგან (ანეკდოტი, იგავი, ანდაზა, ზმა, მოსწორებული თქმა) შედგება.

ხუმარა ჰყავდათ სამეფო კარზეც. ცნობილია კახეთის მეფის ალექსანდრეს ხუმარა თარხანი, ერეკლე II-ის ხუმარა ოთარა და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]