ხუმარა (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუმარა.

ხუმარა — ძველი საბაზრო-სამოედნო, ბალაგანის, სასკოლო-საცირკო წარმოდგენების კომიკური პერსონაჟი. გავრცელდა XVI-XVIII სს. დრამატურგიაში (ინგლისი, საფრანგეთი და სხვ.). ხუმარას ძირითადი მოვალეობა იყო მაყურებელთა გართობა, ეცვა ჭრელი ტანსაცმელი, ხელში ჩხარუნა თოჯინა ეჭირა.

ხუმარა გვხვდება შექსპირისა და კალდერონის ნაწარმოებთა მოქმედ პირთა შორის, ხშირად მონაწილეობდა ძველ ქართულ სანახაობით წარმოდგენებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]