ხუთკუთხედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუთკუთხედი ან პენტაგონი გეომეტრიაში ხუთგვერდა მრავალკუთხედს ქვია. სწორი ხუთკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 540°-ია.

 \sum {\alpha =}(n - 2) \cdot 180^\circ = 3 \cdot 180^\circ = 540^\circ

აგება[რედაქტირება]

წესიერი ხუთკუთხედის აგება შესაძლებელია ფარგლითა და სახაზავით წრეწირში ან მისი მხები. პროცესი აღწერა ევკლიდემ მის "ელემენტებში" დაახ. ძვ. წ. 300 წელს.

წესიერი ხუთკუთხედის აგების ერთი მეთოდი მოცემულ წრეწირში შემდგია:

წესიერი პენტაგონის აგება

ალტერნატიული მეთოდია:

პენტაგონის აგება
  1. დახაზეთ წრეწირი, რომელშიც ხუთკუთხედს ჩახაზავთ და მონიშნეთ ცენტრი "O". (მწვანე წერტილი დიაგრამაში მარჯვნივ).
  2. აირჩიეთ წერტილი A წრეწირზე, რომელიც ხუთკუთხედის ერთ-ერთი კუთხე გახდება. გაავლეთ ხაზი O და A-ს შორის.
  3. გაავლეთ ხაზი პერპენდიკულარული OA ხაზისა, რომელიც O-გადის. მონიშნეთ გადაკვეთა წრეწირის ერთ გვერდზე წერტილით B.
  4. მონიშნეთ შუაწერტილი C წერტილებს O და B-ს შორის.
  5. დახაზეთ წრეწირი ცენტრით C, რომელიც გადის A წერტილზე. მონიშნეთ გადაკვეთა OB ხაზთან (საწყისი წრეწირის შიგნით) წერტილით D.
  6. გაავლეთ წრეწირი A ცენტრით D წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის (მწვანე) წრეწირთან E და F წერტილების სახით.
  7. გაავლეთ წრეწირი ცენტრით E გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი სხვა გადაკვეა საწყის წრეწირთან G წერტილით.
  8. გაავლეთ წრეწირი ცენტრით F გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის წრეწირთან H წერტილით.
  9. ააგეთ წესიერი ხუთკუთხედი AEGHF.


მრავალკუთხედები
სამკუთხედი | ოთხკუთხედი | ხუთკუთხედი | ჰექსაგონი | ჰეპტაგონი | ოქტაგონი | ნონაგონი | დეკაგონი | ჰენდეკაგონი | დოდეკაგონი | ტრიდეკაგონი | ტეტრადეკაგონი | პენტადეკაგონი | იკოსაგონი | ტრიკონტაგონი | პენტაკონტაგონი | ჰექტაგონი | კილიაგონი | მირიაგონი