ხორხე სალინასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხორხე სალინასი (ესპ. Jorge Salinas; დ. 27 ივლისი 1968) — მექსიკური სერიალების, ფილმების და თეატრის მსახიობი.

ხორხე სალინასი პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1983 წელს ფილმში „Viva El Chubaso“. მას შემდეგ რაც დაამთავრა „ტელევისას სამსახიობო ცენტრში“ სწავლა, გამოდის მისი პირველი ტელენოველა „Valeria da Maximiliano“. ამას მოჰყვა სხვა არაერთი ცნობილი ტელესერიალები, რომელმაც მსახიობს აღიარება მოუტანა. 2009 წელს ხორხე სალინასმა მონაწილეობა მიიღო სერიალში „შირისძიების საფასურში“, სადაც პარტნიორობას ადელა ნორიეგას, ედუარდო იანიეს და დიანა ბრაჩოს უწევს. 2011 წელს მან ითამაშა, ცნობილ მექსიკურ სერიალში „მარტოსული“, სადაც პარტნიორობას ანა ბრენდა კონტრერას, სუსანა გონსალეს და ხოსე რონს უწევდა. 2013 წელს ცნობილმა პროდიუსერმა სალვადორ მეხია ალეხანდრემ სათამაშოდ მიიწვია სერიალში „ცხოვრება მშვენიერია“, სადაც პარტნიორობას უწევს დანა გარსიას და პაბლო მონტეროს. ის ამჟამად მონაწილეობას იღებს ტელევისას უახლეს სერიალში „ჩემი გული შენია“, სადაც პარტნიორობას სილვია ნავაროს უწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]