ხმელევის კლდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხმელევის კლდე (რუს. Хмелевая скала) ან ზაიცევის კლდე (რუს. Зайцевская скала)[1] — ბუნებრივი კლდების ფორმირება, რომელიც მდებარეობს კრასნოსულინის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, ქალაქ შახტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხუტორ სადკის ჩრდილოეთით. წარმოადგენს ბუნებრივი კლდეების ერთობლიობას. კლდის სიმაღლეა 30 მეტრი, საერთო სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრი. ხმელევის იგივე ზაიცევის კლდეები ყველაზე მაღალია როსტოვის ოლქში.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმელევის კლდეები - ეს არის ადგილი სადაც იმართება საფრონოვის შეჯიბრება ალპინიზმში, რომელიც საერთო რუსულ ხასიათს ატარებს და მთელი ქვეყნის ალპინისტები იყრიან თავს. აქვე სხვა სპორტული ღონისძიებებიც იმართება. მთაზე ასვლის სხვადასხვა სირთულის მარშრუტებია მონიშნული. ეს მარშრუტებია: „სპარტაკი“, „ტაგანროგი“, „გემის კიჩო“, „გული“ და „ვორონეჟი“.

კლდეების თავზე მდებარეობს დიდი ვაკე, რომელსაც იყენებენ კემპინგისათვის. კლდეებთან ახლოს მიედინება პატარა მდინარე კუნდრიუჩია. მდინარესა და კლდეებს შორის დაბლობი გადადის სქელ კორომში, რომელიც ოაზისს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ამ ადგილებში მუდმივად სიგრილეა, ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი. კორომებთან ახლოს მდებარეობს დიდი მოედანი, სადაც კარგი ადგილია კარვების გასაშლელად. მთელი კორომის გაყოლებაზე ქვემოთ მიემართება ბილიკები სადაც უხვადაა სასმელი წყლები[2].

სატრანსპორტო საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდეებამდე მისვლა შესაძლებელია მანქანით, დონის როსტოვიდან М-4 გზატკეცილით, მოსკოვის მიმართულებით. მგზავრმა უნდა იაროს 100 კმ. სანამ არ შეხვდება გზის მაჩვენებელი „Владимировка“. მასთან მოუხვევს მარჯვნივ და ივლის ცენტრალური გზით. 4,5 კმ-ის შემდეგ გაუხვევს მარცხნივ ხუტორ „სადკის“ მხარეს. ხუტორის გავლის შემდეგ იწყება გლუვი გრუნტიანი გზა. კლდეებამდე ბევრი ბილიკი მიდის შესაძლებელია ნებისმიერს გაყვეს. ხმელევის კლდეებამდე მისვლა კარგია მზიიანი ამინდის შემთხვევაში, არ შეიძლება წასვლა გადაუღებელი წვიმების შემდეგ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]