ხილიჭამია ხელფრთიანები
| ხილიჭამია ხელფრთიანები | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Magachiroptera | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ხილიჭამია ხელფრთიანები (Megachiroptera), ძუძუმწოვრების ქვერიგი ხელფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-40 სმ, ფრთების შლისი 1,5 მ, მასა 15-900 გ აღწევს. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ჩრდილოეთით ეგვიპტემდე, მცირე აზიამდე და სამხრეთ იაპონიამდე. ყოფილ სსრკ-ში არ გვხვდებიან.ქვერიგში 1 ოქახი (Pteropidae), 3 ქვეოჯახი და 150-მდე სახეობაა. აქტიური არიან ღამით და შებინდებისას. კარგად აქვთ განვთარებული მხედველობა და ყნოსვა. ქმნიან დიდ კოლონიებს.იკვებებიან უმთავრესად ტროპიკული მცენარეების ნაყოფით, წვრილი ფორმები — ნექტრით და ყვავილის მტვერით. ზოგჯერ ზიანს აყენებენ მებაღეობას. Pteropus-ის გვარის წარმომადგენლებს, ზოგჯერ კი ყველა ხილიჭამია ხელფრთიანებს მფრინავ ძაღლებსაც უწოდებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
ქსე, ტ. 11, გვ. 483, თბ.,1987
სტატიის