ხენტკაუს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხენტკაუს II სამეფო ტახტზე

ხენტკაუს IIძველი ეგვიპტის დედოფალი, ფარაონ ნეფერირკარა-კაკაის მეუღლე და ორი ფარაონის, ნეფერეფრასა და ნიუსერას დედა.

მისი ტიტულები იყო: „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფე“, „ის ვინც ხედავს ჰორსა და სეთს,“ „მეფის საყვარელი ცოლი“, „ღმერთის შვილი“, „ორი ფარაონის დედა“.

მისი პირამიდის მშენებლობა დაიწყეს ჯერ კიდევ მეუღლის მეფობის პერიოდში. ამას ადასტურებს მისი ტიტული „მეფის ცოლი“. მისი პირამიდის მშენებლობა შეჩერებულა, რაც ალბათ მისი მეუღლის გარდაცვალებამ გამოიწვია, მოგვიანებით განახლდა მისი შვილების მეფობის პერიოდში. პირამიდის დასრულების პერიოდში მისი ტიტული უკვე „მეფის დედა“ იყო.

მეფის დედა ხენტკაუსი მოხსენიებულია აბუსირის პაპირუსში[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dilwyn Jones: An Index of Ancient Egyptian Titles, Epithets and Phrases of the Old Kingdom, Band 1, 427, Nr. 1578, Oxford, 2000, ISBN 1-84171-069-5
  • Grajetzki, Ancient Egyptian Queens: A Hieroglyphic Dictionary, Golden House Publications, London, 2005, ISBN 978-0-9547218-9-3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]