ხელდებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელდებული (ჴელის დადება — დაუფლება, დაპატრონება) — ძველი ქართული სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა ვისიმე მფარველობაში მყოფი, დაქვემდებარებული. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით — „ჴელის-დადება ესე არს ... დიდებულმან ვინ გინდა მიიბაროს და თავის საფარველს ქვეშ დაიფაროს“. ასეთი დამოკიდებულება ჩვეულებრივ „ჴელმწიფების ქვეშეთის“ ყმობას უდრიდა. „ჴელთ-დება“ ნიშნავდა ხელში ჩაგდებას თუ ჩაბარება-გადაცემას (მაგ., დიდი საგამგებლო ტერიტორიის ერისთავობისა და მხედართმთავრობის „,ჴელთ-დება“). „შვილად ჴელდებულება“ შვილებას („ნაშვილობას“) გამოხატავდა. „ხელდებული“ რუსეთის მხრივ საქართველოსადმი მფარველობის მნიშვნელობით იხმარება დავით გურამიშვილის „დავითიანში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]