ხაჩირაანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაჩირაანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხაჩირაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი მდებარეობს მაღალი მთის ბორცვზე. იგი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლე-თილი ქვით - დუღაბზე. წყობა ქაოსურია. ოთხკუთხა კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. შეისრულთაღიანი შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი ნაოთხალია და დატანებული აქვს საურდულე.

პირველი სართული ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. მეორე სართულის აღმოსავლ-ეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. მესამე სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში წყვილი სათოფურია. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი და სამხრეთ კედელში ორი სათოფურია.

შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები.

კოშკის ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. გა-დახურვა ჩამოქცეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 247-248